მოგებული დავა ,,სვის კაპიტალის” წინააღმდეგ
ShareTweet თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა… ShareTweet
25/02/202105 / 10 / 2018
პირველადი დასკვნით გამოვლინდა, რომ ობიექტზე მომუშავე დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი სამუშაო სპეც. ფორმით, სამშენებლო ობიექტის პერიმეტრი არ არის დაცული შესაბამისი და დამცავი ინფრასტრუქტურით (მოაჯირები, ბადეები), რაც საფრთხეს უქმნის ქვეითად მოსიარულეებს. (იხილეთ ფოტოები)
ამის შემდგომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა ანა ჩაფიძემ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ მოხდა კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, წერილით მიმართა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. იხილეთ წერილი სრულად :
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
/სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ/
მოგახსენებთ, რომ ქ.ქუთაისში თამარ მეფის ქ. 70 ში მიმდინარეობს მშენებლობა , რომლის დამკვეთი არის ამხანაგობა „ბინათმშენებლობა ამხანაგობა“ . მშენებლობის მიზანი: მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო საქმიანობები მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დარღვევები, კერძოდ :
რეგლამენტის სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის შესახებ (საქართველოს მთავრობის 20017 წლის 27 ოქტობრის დადგენილება N477)
„სამშენებლო მოედნებზე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხვნების დარღვევა წარმოადგენს მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას.“ (მუხლი 2.2 )
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ საქართველოს მთავრობის N 477ე მე–2 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, მოახდინოთ სწრაფი და ეფექტური კანონისმიერი რეაგირება და შესაბამისად, აღმოიფხვრას არსებული დარღვევები სამშენებლო ობიექტზე.
პატივისცემით,
პაატა ნინუა
ანა ჩაფიძე
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან მოგვივიდა პასუხი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ –
წერილის მიღების შემდგომ პროფკავშირების შრომის ინსპექტორი პაატა ნინუა და იურისტი ანა ჩაფიძე განმეორებით იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე. პირველადი შეფასებით გამოსწორებულია მხოლოდ სამშენებლო ობიექტის პერიმეტრის უსაფრთხოების ნორმები და ქვეითად მოსიარულეებს აღარ ექმნებათ საფრთხე. რთული სათქმელია რას გულისხმობს ქუთაისის ზედამხედველობის სამსახური, როდესაც აცხადებს რომ ,,ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა”-მ შეასრულა მათ მიერ მიცემული სიტყვიერი მითითება. იხილეთ სურათები
აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე ნათლად ჩანს ქუთაისის მერიის მხრიდან უპასსუხისმგებლო და უყურადღებო დამოკიდებულება მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. ნათელია, რომ ქუთაისის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული სიტყვიერი მითითება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სამუშაო ადგილზე მომხდარიყო შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისში არსებული სამშენებლო რეგულაციები, რომელმაც დედაქალაქში სიტუაცია გამოასწორა, გავრცელდეს მთელს საქართველოზე.