მოტყუებული შშმ პირები – დამსაქმებელს სახელფასო დავალიანების, დაგვიანების პირგასამტეხლოსა და ჯარიმების გადახდა მაინც მოუწევს
ShareTweet ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერების… ShareTweet
20/03/202323 / 04 / 2018
აქციის მონაწილეებს პროფკავშირების სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები თბილისის შემოსასვლელთან შეუერთდნენ.
პროფავშირები და კომპანია “აგარის შაქრის” თანამშრომლები საწარმოს დახურვას აპროტესტებენ და ხელისუფლებას დაბა აგარის სახიკითხზე პასუხისმგებლობის აღებას სთხოვენ. მეშვიდე თვეა, კომპანია „აგარის შაქარი“ გაჩერებულია. მიზეზი იმპორტირებულ პროდუქტთან კონკურენციაში მარცხია. „აგარის შაქრის“ 500-მდე თანამშრომელი უმუშევარია.
ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებელია მიმდინარე პროცესით ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და დანარჩენი მთავრობის წევრები დაინტერესდნენ.
აგარელები ხელისუფლებას მთავარ კითხვას უსვამენ – გვასწავლეთ როგორ ვიცხოვოთ?
დღის ბოლოს აქციის მონაწილეებს ბიზნესობუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შეხვდა. მთავრობის კაცელარიასთან საპროტესტო აქცია სწორედ მას შემდეგ დაიშალა. ბიზნეს ომბუდსმენისგან აგარელებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა პირობა მიიღეს, მოლაპარაკებები გაგრძელდება, საკითხები შეჯერდება და დაახლოებით ორ თვეში ქარხანა სრულად ამუშვდება, პირველ ეტაპზე 80 ადამიანს საბანკო კრედიტი უახლოეს მომავალში გადაუვადდება, ქარხნის ამუშავების შემდეგ “აგარის შაქრის” 500 ვე თანამშრომელი სამსახურში აღდგება.