მიმდინარეობს საიტის განახლება

სამოქმედო გეგმა

                   საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების 2026-2029 წლების სამოქმედო პროგრამა

                                      პროფკავშირების გაერთიანება შემდეგი 4 წლის განმავლობაში კვლავ
                                       მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

 ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში დასაქმებულთა დაცვის
სტანდარტების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, მათ შორის
ცვლილებები კანონში ,,საჯარო სამსახურში“
 პენსია;
 უმუშევრობის შემწეობა/დაზღვევა;
 მინიმალური ხელფასი;
 პროგრესული გადასახადი;
 საარსებო შემწეობა;
 შემოსავლებში უთანასწორობის შემცირება;
 სიღარიბის დაძლევა;
 არაფორმალური დასაქმების ფორმალიზაცია;
 პროგრესული გადასახადი;
 შრომითი მიგრაცია;
 ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და ეკონომიკური აქტიურობის
წახალისება;
 ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვა;
 შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მექანიზმების დახვეწა;
 ზრუნვის ეკონომიკასა და ციფრულ შრომით პლატფორმებზე
დასაქმებულთა უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის
გაუმჯობესება;
 პროფესიული განათლების სისტემის სრულყოფა;
 კლიმატის ცვლილება/სამართლიანი გადასვლა;
 ცალკეულ სექტორებში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური
უფლებები.

აღნიშნული საკითხების ეფექტური ადვოკატირების მიზნით პროფესიული
კავშირების გაერთიანება წარმოდგენილია ხელისუფლებასთან დიალოგის ისეთ
ფორმატებში, როგორიცაა:
 სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია;
 შრომის ინსპექციასთან არსებული მრჩეველთა საბჭო


 ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილი სამუშაო
ფორმატები: ადგილობრივ მრჩეველთა ჯგუფი (DAG); საკონსულტაციო
საბჭო სავაჭრო საკითხებში (TAG); ქართულ-ევროპული პლათფორმა;
ეროვნული პლათფორმა
 შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის დანერგვის
საკოორდინაციო საბჭო და ა.შ.

პროფკავშირების გაერთიანება 2026-2029 წლების განმავლობაში აქტიურად
იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით
 დასაქმებულთა და ზოგადად, ფართო საზოგადოების ცნობიერების
ამაღლება შრომის უფლებებზე, მათ შორის პროფკავშირის ტრენინგ
ცენტრის ჩამოყალიბების გზით;
 საკანონმდებლო მუშაობა დასაქმებულთა დაცვის სტანდარტების
გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად,
 შიდა ორგანიზაციული განმტკიცება, ქალთა და ახალგაზრდული
ორგანიზაციების გაძლიერება
 სამართლებრივი დაცვა მათ შორის იურიდიული კლინიკის ჩამოყალიბების
გზით
 დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვამ მათ შორის
პროფკავშირის წევრ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების
დაცვა
 ახალი წევრების მოზიდვა/ორგანაიზინგი;
 რეგიონალური სტრუქტურის გაძლიერება;
 წევრ ორგანიზაციებს შორის ერთიანობის და ურთიერთსოლიდარობის
გაძლიერება
 კოლექტიურ შრომით დავებში და მედიაციაში მონაწილეობა წევრ
ორგანიზაციებთან ერთად;
 პროფკავშირების შრომის ტექნიკური და სამართლებრივი ინსპექტირება.
 საზოგადოებასთან ურთიერთობა;
 საერთაშორისო ურთიერთობები

ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები


გაერთიანების აქტიური ადვოკატირების შედეგად ბოლო წლებში სოციალური
პოლიტიკისა და დასაქმების პოლიტიკის მიმართულებით მომხდარი
მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, როგორიცაა:
საბაზისო პენსიის ინდექსაცია. 2020 წლის შემდეგ (3 წელში) საპენსიო
უზრუნველყოფაზე საბიუჯეტო ხარჯის ზრდამ 2,1 მლრდ. ლარი შედგინა და 2,2
მლრდ-დან გაიზარდა 4,3 მლრდ-მდე, რაც 104%-იანი ზრდაა. აღნიშნული ზრდა
რეკორდულია. საბაზისო პენსიის ინდექსაცია პროფესიული კავშირების ერთ-ერთი
ინიციატივა იყო.
სოციალური დახმარება მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში)
დასაქმებული პირებისთვის- ამოქმედდა 2023 წლის იანვრიდან. ანალოგიურია
პროფკავშირების ინიციატივისა, რომელიც ითხოვდა მეშახტე-მაღაროელებისთვის
საპენსიო ასაკის დაწევას.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა. დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულია 1
მილიონ 667 ათასი ადამიანი, ხოლო მობილიზებული თანხა შეადგენს 7.4 მლრდ.
ლარს. მნიშვნელოვანი იყო პროფკავშირების ერთ-ერთი ინიციატივის შესაბამისად
თვითდასაქმებულთათვის სქემაში ჩართვის უფლების მიცემა. ამასთან საბაზისო
პენსიის შენარჩუნებით დაგროვებითი სქემა გახდა დანამატი არსებულ სისტემაზე,
რაც ქვეყნის სოციალური სისტემისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი
იყო.
მინიმალური ხელფასი. განისაზღვრა მინიმალური ხელფასი ჯანდაცვის სფეროში.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ექიმებისთვის მინიმალური
ხელფასი თვეში 1260 ლარი, ხოლო ექთნებისთვის – 792 ლარია.
პროფკავშირების აქტიურობის შედეგად მინიმალური ხელფასი განისაზღვრა ასევე
უმცროსი ექიმებისთვის, უმცროსი ექთნებისთვის, ბებიაქალებისა და
სანიტრებისთვის.

გაერთიანება შემდეგი 2026-2029 წლების განმავლობაში იმუშავებს შემდეგ
საკითხებზე:
                 შემოსავლების უთანასწორობა და სიღარიბე

ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალია შემოსავლების უთანასწორობა და სიღარიბე.
ფარდობითი სიღარიბე საქართველოში შედგენს 18,9%-ს 1 , ხოლო სიღარიბის ზღვარს


მიღმა მოსახლეობის 14%-ია 2 .
შემოსავლებში არსებული უთანასწორობა ნაწილობრივ განაპირობებს ფარდობითი
სიღარიბის მაღალ დონეზე შენარჩუნებას. სიღარიბე და უთანასწორობა მჭიდროდაა
დაკავშირებული სოციალურ და შრომის ბაზრის პოლიტიკასთან.

რეკომენდაციები შემოსავლებში უთანასწორობისა და სიღარიბის
შესამცირებლად:
 პროგრესულ გადასახადებზე გადასვლა.
 საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასის გათავისუფლება საშემოსავლო
გადასახადისგან.
 შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, რომელიც სიღარიბის
ზღვარს მიღმა მყოფთათვის შექმნის მყარ მოტივაციას ჩაერთონ სამუშაო
ძალაში (მათ შორის მინიმალური ხელფასის შეთავაზებით).
 ღირსეული ანაზღაურების შეთავაზება საზოგადოებრივ სამუშაოებზე
დასაქმებულთათვის.
 ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება, რამაც უნდა
უზრუნველყოს ღირსეული დასაქმება, ხოლო სახელმწიფოს
გამოუთავისუფლოს სახსრები, რათა მიზნობრივი სოციალური
პროგრამებით შექმნას ღირსეული სოციალური დაცვის სისტემა.

                   სოციალური დაცვა

საქართველო იმ ბენეფიტებით რომელიც ქვეყანაში მოქმედებს ვერ ექცევა
ადეკვატური სოციალური დაცვის მქონე ქვეყნებში.
უმუშევრობის დაზღვევა/უმუშევრობის შემწეობა
უმუშევრობის ბენეფიტი საქართველოში არ არსებობს.
პროფკავშირების გაერთიანებას უკვე მრავალი წელია მომზადებული აქვს
კანონპროექტი უმუშევრობის შემწეობასთან დაკავშირებით და წარდგენილი აქვს
პარლამენტისთვის.

1 2024წ.
2 დღეში 4.2 დოლარის მიმართ (2021 PPP) მსოფლიო ბანკი


უმუშევრობის შემწეობის არსებობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან უმუშევრობის
დაზღვევის მოცვა არ არის 100 პროცენტიანი. გარდა გამონაკლისებისა,
უმუშევრობის დაზღვევით ვერ ისარგებლებენ ის პირებიც, რომლებიც
ხანგრძლივად უმუშევრები იქნებიან და დაზღვევის პერიოდის შემდეგაც ვერ
იპოვიან სამუშაო ადგილს.
ორსულობისა და მშობიარობის ბენეფიტები
საჯარო მოხელეებისა და საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის დეკრეტული
შვებულების პერიოდი ანაზღაურებადია დამსაქმებლის (სახელმწიფო) მიერ. სხვა
კატეგორიის დასაქმებული პირებისთვის მოქმედებს დახმარება არაუმეტეს 2000
ლარისა. 2000 ლარიანი დახმარება ანაცვლებს 6 თვის ხელფასს, შესაბამისად თვეში
მშობელს გამოსდის 233.3 ლარი (საშუალო ხელფასის 16.4%).
აღნიშნული წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას, რამდენადაც გარდა
საჯარო მოხელეებისა და საჯარო სკოლის პედაგოგებისა, სხვა დასაქმებულებს არ
შეუძლიათ სრულყოფილად ისარგებლონ დეკრეტული შვებულებით.
რეკომენდაცია:
 ყველა დასაქმებულს მიუხედავად სექტორისა უნდა ჰქონდეს
შესაძლებლობა ისარგებლოს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით.ის
უნდა გახდეს საყოველთაო, არ უნდა იყოს დაკავშირებული დედის
დასაქმების სტატუსთან და უნდა გარდაიქმნას ბავშვის დახმარებად,
რომელსაც მიიღებს ყველა ახლადდაბადებული ბავშვის მშობელი.
აღნიშნული ცვლილება დადებითად აისახებოდა ასევე ქვეყნის
დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.
 მოხდეს შსო-ს 156-ე (ოჯახური პასუხისმგებლბის მქონე დასაქმებულის
შესახებ) და 183-ე (დედობის დაცვის შესახებ) კონვენციების რატიფიცირება
სახელმწიფო პენსია
დღეს საბაზისო პენსია განისაზღვრება 70 წლამდე ასაკში 350 ლარით, ხოლო 70
წლის შემდეგ 450 ლარით.
2021 წელს კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით ხდება პენსიის
ავტომატური ინდექსაცია, 70 წლამდე – ინფლაციის დონის, ხოლო 70 წლის შემდეგ
ინფლაციას დამატებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის
მიხედვით.


საპენსიო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, პროფკავშირების ერთ-ერთი
მოთხოვნა სწორედ საბაზისო პენსიის ინდექსაცია იყო. ინდექსაციის გზით
დასტურდება, რომ საბაზისო პენსია ინარჩუნებს თავის მნიშვნელოვან როლს.
დაგროვებითი პენსია
2019 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს დაგროვებითი პენსია. აღნიშნულ ფონდში
მონაწილეობენ მხოლოდ დასაქმებულები. საპენსიო სააგენტომ 2019 წლის შემდეგ
ფონდში სულ მოახდინა 7,4 მლრდ. ლარის მობილიზება. აქედან საინვესტიციო
საქმიანობის შედეგად დაგენერირებულმა ამონაგებმა 1,9 მლრდ. ლარი შეადგინა.
სქემაში სულ ჩართულია 1,667 მლნ. ადამიანი.
საპენსიო ფონდს ამ მომენტისათვის 3 22 843 ბენეფიციარი ჰყავს, რომელთა მიერ
მიღებულმა ჯამურმა პენსიამ 100,3 მლნ. ლარი შეადგინა.
პროფკავშირების გაერთიანება აქტიურად იყო ჩართული საპენსიო სისტემის
რეფორმის განხილვებში, რა დროსაც პროფკავშირების მოთხოვნების ნაწილი
გათვალისწინებულ იქნა.
პროფკავშირების გაერთიანება ემხრობა სოლიდარობაზე დაფუძნებული საპენსიო
სქემის არსებობას, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს მოწყვლადი
ჯგუფების ინტერესებს.

                     სახელმწიფო კომპენსაცია
სახელმწიფო კომპენსაცია წარმოადგენს პენსიის ერთგვარ ჩამნაცვლებელს.
სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა გარკვეულ
თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს, როგორიცაა: პარლამენტის ყოფილი წევრი,
ყოფილი აუდიტორი და მისი მოადგილე, პარლამენტის აპარატის ყოფილი მოხელე,
საერთო სასამართლოს მოსამართლე, პროკურატურის სისტემის ყოფილი
თანამშრომელი და სხვები.
კომპენსაციის ოდენობა აღემატება პენსიის ოდენობას და შეადგენს 1200 ლარს 4 5
ამასთან პენსიისგან განსხვავებით კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობაა არა
კონკრეტული ასაკის მიღწევა, არამედ სტაჟი ჩამოთვლილ თანამდებობებზე და

3 სექტემბერი 2025
4 2024 წლამდე 560 ლარი.
5 ან სტაჟის მიხედვით პენსიის ოდენობის გარკვეულ პროცენტზე ნამრავლისა და პენსიის
ოდენობის ჯამს.


პირის საერთო სტაჟი. მაგალითად პარლამენტის ყოფილი წევრისათვის საკმარისია
25 წლიანი საერთო სტაჟი იმისათვის, რომ მას დაენიშნოს სახელმწიფო
კომპენსაცია.
რეკომენდაცია:
 სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა იმ დასაქმებულებისთვის, რომლებიც
მუშაობენ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში.
სოციალური დახმარების მინიმალური ოდენობა
არსებული გასაცემლებიდან უმეტესობა ჩამორჩება საარსებო მინიმუმის
ოდენობას. შესაბამისად ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთარი
მოქალაქეებისთვის არსებობისათვის საჭირო მინიმალურ პირობებსაც კი ვერ ქმნის.
ერთადერთი გასაცემელი, რომელიც აღემატება საარსებო მინიმუმს არის პენსია.
თუ სახელმწიფოს სურს მისი სოციალური დაცვის სისტემა იყოს ღირსეული, ყველა
გასაცემელი, როგორც მინიმუმ, უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს.
რეკომენდაციები:
 სოციალური პროგრამებისა და გასაცემლების მინიმალური ზღვრის დაწესება
არანაკლებ საარსებო მინიმუმის ოდენობით.
 სოციალური დახმარებების ინდექსაცია
-სოციალური პროგრამებსა და გასაცემლების მსყიდველობითი უნარის
შენარჩუნება. (ინდექსაცია ინფლაციის მიხედვით); ისევე, როგორც საბაზისო
პენსიის შემთხვევაში, სხვა სოციალური პროგრამების ზრდაც უნდა ხდებოდეს
პოლიტიკური ნების მიღმა.
უნდა განისაზღვროს მინიმალური სტანდარტი ამ პროგრამებისთვის, შემდეგ კი
უნდა მოხდეს ავტომატური ინდექსაცია.
-მინიმალური სტანდარტის ზრდის საკითხის, განსახილველად დაყენების უფლება
სოციალურ პარტნიორებს სამმხრივ კომისიაზე უნდა ჰქონდეთ სოციალურ
პარტნიორებს.
 სოციალური დაცვის კოდექსის საჭიროება
-სოციალური დაცვის სისტემა საკმაოდ კომპლექსური მექანიზმების
ერთობლიობაა.
-საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს სადაზღვევო პრინციპებზე დაფუძნებული
სოციალური უსაფრთხოების არსებითი მექანიზმები.
-ის მექანიზმები კი, რომლებიც ქვეყანას გააჩნია გაფანტულია შრომის კოდექსსა
თუ სხვა ნორმატიულ აქტებში.


 სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების სრულყოფასთან ერთად
სასურველია ყველა ეს მექანიზმი თავმოყრილი იყოს ერთ საკანონმდებლო
აქტში, რისთვისაც სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს „სოციალური დაცვის
კოდექსი“.

           3. სოციალური დიალოგი

სოციალური დიალოგი, როგორც მთავრობას, დამსაქმებლებსა და პროფკავშირებს
შორის არსებული დიალოგი და თანამშრომლობა, უმნიშვნელოვანესია
სამართლიანი შრომითი ურთიერთობების დამკვიდრების, სოციალური
მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოს ევროკავშირთან
ინტეგრაციის პროცესში სოციალური დიალოგის გაძლიერებას განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება.

           რეკომენდაცია:
 საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ეროვნული
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სოციალური დიალოგის ხელშეწყობისა და
გაძლიერებისთვის ყველა დონეზე (ეროვნული, რეგიონული, სექტორული,
საწარმოო), სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციით.
მნიშვნელოვანია კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესის სტიმულირება
და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმების ხელშეწყობა, რათა
გაიზარდოს კოლექტიური ხელშეკრულებით დაფარული დასაქმებულების
რაოდენობა და მათი სოციალური უფლებები უფრო ეფექტურად იყოს
რეალიზებული.

           4. დასაქმება და შრომის ბაზარი

მიგრაცია
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალია შრომითი ემიგრაცია. ემიგრაციის
შემცირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის პოლიტიკა,
რომელიც საქართველოში შექმნის ღირსეულ სამუშაო ადგილებს. მათ შორის
საჭიროა ისეთი მექანიზმების არსებობა, როგორიცაა: მინიმალური ხელფასი და
უმუშევრობის დაზღვევა.
რეკომენდაციები:


 მნიშვნელოვანია ახალგაზრდების შრომის ბაზარზე ინტეგრაციის
წახალისება.
 საჭიროა საქართველოს დასაქმებული მოქალაქეების უცხო ქვეყნის
მოქალაქეებით ჩანაცვლების შეჩერება, ამისათვის აუცილებელია შრომის
ბაზრის ტესტის დადგენა (ქვოტა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე.
 ასევე აუცილებელია შრომის ინსპექციამ სრულყოფილად უზრუნველყოს
მიგრაციის შესახებ კანონის ნორმების აღსრულება.
 რეგიონების განვითარებაში ინვესტირება. რეგიონებში სამუშაო ადგილების
შექმნას შეუძლია შეამციროს, როგორც შიდა ისე ქვეყნის გარეთ მიგრაციის
მასშტაბები.

ეკონომიკური აქტიურობა (გენდერული სხვაობა)
საქართველო არ გამოირჩევა მაღალი ეკონომიკური აქტიურობით. თუმცა
განსაკუთრებით თვალშისაცემი ამ კუთხით არის სხვაობა ქალებისა და კაცების
ეკონომიკურ აქტიურობას შორის.
2024 წლის მდგომარეობით ეს სხვაობა 21,4%-ს შეადგენდა.

          ეკონომიკური აქტიურობა სქესის მიხედვით


             უმუშევრობის დონე
მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე კლებადია, 2024 წლის
მდგომარეობით კვლავ ძალიან მაღალ მაჩვენებელზე – 13,9%-ზეა. რაც ბუნებრივ
დონეს (2-3%-ს) მნიშვნელოვნად აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე მცირდება, ღირსეული სამუშაო
პირობების, მათ შორის ღირსეული ანაზღაურების არქონის გამო, შრომისუნარიანი
მოსახლეობის ნაწილი ტოვებს ქვეყანას, რაც მტკივნეულად აისახება საქართველოს
დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.
ადრე თუ გვიან, საქართველოს მოუწევს „ბევრი“ სამუშაო ადგილის შექმნის
კონცეპციიდან გადაერთოს ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის კონცეპციაზე.
ამის საჭიროების ნიშნები უკვე სახეზეა, კომპანიები ვერ პოულობენ კვალიფიციურ
სამუშაო ძალას. მიუხედავად 16,4%-იანი უმუშევრობისა, გარკვეულ სფეროებში
საქართველოში სამუშაო ძალაზე დეფიციტია. სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ
შრომითი უფლებების დემპინგით ქვეყანა დამატებით სარგებელს ვეღარ მიიღებს
და დროა იზრუნოს კვალიფიციური კადრების შენარჩუნებასა და მოზიდვაზე,
გაუმჯობესებული სამუშაო პირობებით.
           რეკომენდაციები:
 იქიდან გამომდინარე, რომ უმუშევრობის მაღალი დონის ერთ-ერთი მიზეზი
მოთხოვნისა და მიწოდების აცდენაა, ამ პრობლემასთან გამკლავების ერთ-
ერთი გზა პროფესიული განათლების სწრაფი განვითარებაა. პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა შეიქმნას ყველა რაიონში.


ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც უმაღლეს, ისე ზოგად პროფესიულ
განათლებას.
 საჭიროა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების გაფართოება
და თითოეული უმუშევრისთვის შეთავაზება. ასევე საჭიროა მენტორინგის
და კონსულტირების პროგრამების გაფართოება და პოპულარიზაცია.

თვითდასაქმება, არაფორმალური დასაქმება, პლატფორმული დასაქმება, ზრუნვის
ეკონომიკა
თვითდასაქმებას საქართველოში კვლავ დიდი წილი – 31,4% უჭირავს. მაღალი
თვითდასაქმების მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია არაფორმალური დასაქმების
მაღალ დონესთან. არაფორმალური დასაქმების შედეგია საბიუჯეტო
შემოსავლების შემცირება, დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და სოციალური
უსაფრთხოებისგან გამორიცხვა.
საქართველოში არაფორმალური დასაქმება 2024 წლის მდგომარეობით 29,1%-ია. 6
თავის მხრივ თვითდასაქმებულთა არაფორმალურ ხასიათს განაპირობებს ის
ფაქტი, რომ დასაქმებულთა შორის 16% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.
თვითდასაქმებულთა და არაფორმალური დასაქმების მაღალი წილი დასაქმებაში
ერთის მხრივ ამ დასაქმებულებს ტოვებს შრომითი უფლებების და სოციალური
უსაფრთხოების გარეშე, ხოლო მეორეს მხრივ, პროფკავშირებისათვის ართულებს
მათ ორგანიზებას.

              არასასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა შორის


ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საქართველოშიც გაიზარდა
ადგილმდებარეობაზე დაფუძნებულ შრომით პლატფორმებზე დასაქმებულთა
რაოდენობა.
პლატფორმებზე დასაქმებულთა უმრავლესობა ფორმალურად
თვითდასაქმებულად ითვლება, რაც მათ ართმევს შრომის კანონმდებლობით
გათვალისწინებულ უფლებებსა და სოციალურ გარანტიებს (მაგ., სამუშაო
საათების რეგულირება, ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტული შვებულება,
მინიმალური ხელფასი, გათავისუფლებისგან დაცვა, სოციალური დაზღვევა).
არაფორმალურადაა დასაქმებული ასევე საოჯახო მეურნეობებში დასაქმებულთა
უმეტესობა (ძიძები, მომვლელები, დამლაგებლები). ამ სფეროში დასაქმებულთა
დიდი უმრავლესობა ქალია, ისინი დაუცველები არიან სამუშაო საათების,
ანაზღაურებადი შვებულების, საპენსიო დაზღვევისა და სამედიცინო სერვისების
კუთხით.

               რეკომენდაციები

 თვითდასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით, მათი ფართო დაფარვა
სოციალური დაცვის მექანიზმებით – პენსია, უმუშევრობის დაზღვევა,
ავადმყოფობის ბენეფიტები (ბიულეტენი), დეკრეტული შვებულება.
 თვითდასაქმებულთა მოცვა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით,
შსო-ს სტანდარტების შესაბამისად.
 შრომის უფლებების გარანტირებულად უზრუნველყოფა ყველა
ფორმალურად დასაქმებულისათვის, რამაც უნდა წაახალისოს
დასაქმებულთა ფორმალიზაცია.
 შრომის კანონმდებლობის დაცვაზე ეფექტური ზედამხედველობის
განხორციელება იმ სექტორებში სადაც დიდია არაფორმალური დასაქმების
წილი.
 სოციალური გარანტიების ისეთ ოდენობამდე აყვანა, რომ დასაქმებულებს
უღირდეთ ფორმალიზაცია, ეს ბენეფიტებია – დროებითი შრომისუუნარობის
ანაზღაურება; სამუშაო ადგილზე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებული
ბენეფიტები; ორსულობისა და მშობიარობის ბენეფიტები; პენსია და სხვ.
 ღირსეული მინიმალური ხელფასითა და უმუშევრობის დაზღვევით
უზრუნველყოფა.
 დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ორმხრივი სოციალური
დიალოგის წახალისება;


 ეფექტური შრომის ინსპექტირება;
 ზრუნვის სერვისების წილის გაფართოება სახელმწიფო სოციალური დაცვის
სისტემაში. ზრუნვის სერვისებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის
განვითარებაში ინვესტირება;
 შრომის კანონმდებლობის ცვლილება, რათა ადგილმდებარეობაზე
დაფუძნებული პლატფორმებზე დასაქმება, თავისი არსით, აღიარებულ
იქნას დაქირავებით დასაქმებად;
 სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ზრუნვის სექტორში დასაქმებულთა
ფორმალიზაცია და მათი შრომითი და სოციალური უფლებების
სრულფასოვანი დაცვა.
 საჭიროა ხარისხიანი ზრუნვის სერვისებსა და შესაბამის
ინფრასტრუქტურაში სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდა;
 მნიშვნელოვანია, რომ დეკრეტული შვებულების დაფინანსება
უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს მიერ ყველა დასაქმებულისთვის,
ან მოხდეს ფინანსური პასუხისმგებლობის გაზიარება დამსაქმებელ
ოჯახებთან.
 შრომის ინსპექციის მანდატი უნდა გაფართოვდეს და მოიცვას ზრუნვის
სექტორის, მათ შორის საოჯახო მეურნეობებში არსებული შრომითი
პირობების ზედამხედველობა.
ახალგაზრდების დასაქმება
განსაკუთრებით მაღალია 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების წილი, რომლებიც არ
სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს. ასეთია ამ ასაკის
მოსახლეობის 24,1%.
რეკომენდაციები:
 საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების სტაჟირების ხელშეწყობა.
ამისათვის სახელმწიფომ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ბიზნესთან და
პროფკავშირებთან.
 მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (LMIS.ge)
განვითარება და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგება.
 პროფესიებზე სამომავლო მოთხოვნის პროგნოზირება და
საგანმანათლებლო სისტემის შესაბამის მოთხოვნაზე მორგება.
 დასაქმების პორტალის გამართვა, სადაც ახალგაზრდებისთვის უფრო
მეტად იქნება ხელმისაწვდომი სამუშაო ადგილები. სახელმწიფომ
ყურადღება უნდა მიაქციოს განთავსებული ვაკანსიებისა და წაყენებული
საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობას.


 ახალგაზრდებისათვის, სწავლების პარალელურად მუშაობის
შესაძლებლობების შესაქმნელად, არასრული განაკვეთის მქონე სამუშაო
ადგილების შექმნის წახალისება საკანონმდებლო დონეზე.
 პროფესიული განათლებისა და იმ საგანმანათლებლო პროგრამების
პოპულარიზაცია, რომლებიც მოთხოვნადია შრომის ბაზარზე.

5. შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება
მიუხედავად ბოლო წლებში შრომის კანონმდებლობის რიგი პოზიტიური
ცვლილებებისა, კვლავ პრობლემად რჩება სამუშაო დროის,ზეგანაკვეთური შრომის
და მისი ანაზღაურების რეგულირება, ქალთა შრომითი უფლებები, გენედრული
ნიშნით სახელფასო სხვაობა, სოლიდარობის გაფიცვის არარსებობა, საჯარო
მოხელეთა უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება, შრომის უსაფრთხოების
მარეგულირებელი კანონმდებლობა, პროფესიული დაავადებების
გამოვლენა/აღრიცხვის პრობლემა და ა.შ.
ეკონომიკის 17 სფეროდან 13-ში დასაქმებულთა მიერ კვირაში ნამუშევარი
საათების რაოდენობა 40-ს აღემატება. რაც ნიშნავს იმას, რომ ზეგანაკვეთური
მუშაობა ქვყანაში სტანდარტად არის ქცეული. პრაქტიკიდან კი ვიცით, რომ
დასაქმებულთა უმეტესობას ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები არ
უნაზღაურდება.
კლებადია, თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა გენდერული სახელფასო სხვაობა.
ქალების საშუალო ხელფასი კაცებისას 32,1%-ით ჩამორჩება
სამუშაო ადგილზე მომხდარი საწარმოო შემთხვევის გამო, შრომის უსაფრთხოების
შესახებ კანონი ითვალისწინებს კომისიის შექმნას, რომელიც იკვლევს მომხდარ
შემთხვევაში ბრალეულობის საკითხს. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება
დამსაქმებლის ბრალეულობა, დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.
რეკომენდაციები:
მნიშვნელოვანია კანონმდებლობით განისაზღვროს:
 ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათებისათვის, კონკრეტული განაკვეთის
შრომის განსაზღვრა (არანაკლებ 1,25 განაკვეთით);
 სოლიდარობის გაფიცვის უფლება;
 თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების ცნება და
გენდერული სხვაობის შეფასების მეთოდოლოგია.


 საჭიროა საოჯახო საქმეების თანაბარი გადანაწილების მიღწევა, რისი ერთ-
ერთი წინაპირობაც თანაბარი ანაზღაურებაა
 შრომის უსაფრთხოების სფეროში კანონქვემდებარე აქტების სრულყოფა.
 პროფესიული დაავადებების გამოვლენა და აღრიცხვა.
 შრომის ინსპექციის მანდატის გავრცელება ყველა დასაქმებულზე
მიუხედავად სექტორისა.
 შსო-ს 121-ე კონვენციის შესაბამისად, ბრალეულობის მიუხედავად სამუშაო
ადგილზე საწარმოო შემთხვევებზე დამსაქმებლის პასუხისმგებლობის
განსაზღვრა.
 შსო-ს კონვენციების რატიფიცირება, რომელიც უკავშირდება შრომის
უსაფრთხოებას და ქალთა უფლებებს, როგორიცაა: #81,#121,#155,#176, #187,#190