ლავრენტი ალანია – გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე
ლავრენტი ალანიამ პროფკავშირული მოღვაწეობა დაიწყო 2005 წელს, როდესაც პროფესიული კავშირების გაერთიანების პროფმომსახურეობის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. არის შპს ,,პროფკავშირების კადრების მომზადების და გადამზადების ცენტრი”-ს დირექტორი. 2006 წლიდან საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტია. 2017 წელს აირჩიეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილედ.
გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე – ლავრენტი ალანია
ხელმძღვანელობს:
- გაერთიანების სამეურნეო საქმიანობას;
- ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობას;
- დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით აქციებისა და მანიფესტაციების ორგანიზებას;
- პროფკავშირებში ახალგაზრდების მოზიდვისა და დამკვიდრების საკითხებს