მიმდინარეობს საიტის განახლება

XXI საუკუნის უდიდესი ტექნოგენური კატასტროფები

2000 წელი

პეტრობრაისი – ბრაზილიის  სახელმწიფოს  ნავთობკომპანია.  2000  წლის  ივლისში მდინარე  იგუასუში კატასტროფის  შედეგად  ჩაიღვარა  მილიონ  გალონ ნავთობზე  მეტი (დაახლოებით 3180 ტონა).  ცნობისთვის,  ცოტა  ხნის  წინ  ტაილანდის  საკურორტო  კუნძულთან  50  ტონა  ნავთობი  დაიღვარა.

ამ  კატასტროფის  შედეგად  დაბინძურდა  სასმელი  წყალიც  კი  მიმდებარე  ტერიტორიებზე.  ამ  შემთხვევის  ლიკვიდატორებმა  ააშენეს  რამდენიმე  კებირი ნავთობის  გავრცელების  შესაჩერებლად  წყალში,  მაგრამ  დიდი  შეღავათი არ  არ  მიუცია  წყლისათვის. კომპანია “პეტრობრაისმა”  ჯარიმის  სახით  გადაიხადა  $56 000 000 სახელმწიფო  ბიუჯეტში და  $30 000 000 – შტატის ბიუჯეტში.

2001 წელი

2001  წლის  21  სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას  ქიმიურ  კომბინატში  მოხდა  აფეთქება, რომლიც  ითვლება  ერთ-ერთ  უდიდეს  ტექნოგენურ  კატასტროფად. დაიღვარა  300  ტონა  ამონიუმის  ნიტრატი (აზოტმჟავას  მარილი). ოფიციალური  ინფორმაციით  აფეთქებაში  დამნაშავე  კომპანიის  ხელმძღვანელობა  გახლავთ,  რომლებმაც  არ  უზრუნველყვეს  მავნე  ნივთიერებების  უსაფრთხო  შენახვა.

კატასტროფის  შედეგად  დაიღუპა  – 30  ადამიანი,  დაზარალებულთა  საერთო  რიცხვმა  300  გადააჭარბა,  დანგრეულ  იქნა  ათასობით  სახლი  და  შენობა,  მათ  რიცხვში  80  სკოლა,  185 საბავშვო  ბაღი,  სახურავის  გარეშე  დარჩა  40 000  ადამიანი,  130-ზე  მეტმა  კომპანიან  რეალურად  სეწყვიტა  მუშაობა.  ზიანმა  სულ – 3  მილიარდ  ევროზე  მეტი  შეადგინა.

 2002 წელი

2002  წლის  13  ნოემბერს   ესპანეთის  სანაპიროსთან  ახლოს  ნავთობის  ტანკერი  ”Prestige” მოყვა  ძლიერ  შტორმში,  სადაც  77 000  ტონაზე  მეტი  მაზუთი  იყო. შტორმმა  ტანკერი  დაახლოებით  50  მეტრზე  გაიტაცა,  19  ნოემბერს  ტანგერი  შუაზე  გადატყდა  და  ჩაიძირა.  კატასტროფის  შედეგად  ზღვაში  აღმოჩნდა  დაახლოებით  63 000  ტონა  მაზუთი.

ზღვისა  და  სანაპიროს  გაწმენდა  მაზუთისგან   $12  მილიარდი  დაჯდა,  მაგრამ  ეკოსისტემას  რამხელა  ზარალი  მიაყენა  ამის  შეფასება  შეუძლებელია.

2004 წელი

2004  წლის  26  აგვისტოს  არც  ისე  შორს  კიოლინიდან,  გერმანია,  ხიდ Wiehltal-დან  გადმოვარდა  საწვავის  გადამზიდი  სატვირთო,  რომელსაც  გადაქონდა  32 000  ლიტრი  საწვავი,  სატვირთო  გადმოვარდნის  შედეგად  აფეთქდა.  ავარიაში  დამნაშავე  სპორტული  ავტომობილი  გახლდათ,  რომელმაც  საჭე  ვერ  დაიმორჩიდა  და  სველ  გზაზე  სატვირთოს  შეასკდა.

ეს  ავარია  ითვლება  ერთ-ერთ  ძვირადღირებულ  კატასტროფად  ტექნოგენურ  კატასტროფებს  შორის – ხიდის  დროებიტი  შეკეტება  $40 000 000,  ხოლო  სრული  რეკონსტრუქცია  $318 000 000.

2007  წელი

2007  წლის  19  მარტს მეთანის  აფეთქების  გამო  შანხრა  ”ულიანოვსკში”  დაიღუპა  110  ადამიანი,  პირველი  აფეთქების  კვალდაკვალ  კიდევ  5-7  აფეთქება  მოხდა.  დაიღუპა  მთავარი  ინჟინერიც  და  შახტის  თითქმის  ყველა  უფროსი.

2009 წელი

2009  წლის  17  აგვისტო მოხდა  ტექნოლოგიური  კატასტროფა  საიანო-შუშენსკზე,  მდინარე  ენისეიზე. ეს  შემთხვევა  მოხდა  ერთ-ერთი  ჰიდროელექტროსადგურის  შეკეთებისას. 10  ტურბინიდან  9  სრულიად  გამოვიდა  მწყობრიდან. კატასტროფის  შედეგად  დაიღუპა  75  ადამიანი,  13  კი  მძიმედ  დაიჭრა.

2010 წელი

4  ოქტომბერი.  უნგრეთის  დასავლეთით  მოხდა  უდიდესი  ეკოლოგიური  კატასტროფა.  ალუმინის  ქარხანაში აფეთქდა  ტოქსიკური  ნარჩენების  საცავი. აფეთქების  შედეგად  დაიღუპა  10  ადამიანი,  150-მა  ადამიანმა  კი  სხვადასხვა  სახის ტრამვები  და  დამწვრობები  მიიღეს.

2010  წლის  22  აპრილი. მექსიკის  შტატ  ლუიზიანაში აფეთქების  შედეგად  11  ადამიანი  დაიღუპა,  ხოლო  დაიწვა  36 ადამიანი. წყალში  ჩაიღვარა დაახლოებიტ  5  მილიონი  ბარელი  ნავთობი.

2011  წელი

11  მარტში  იაპონიაში,  აეს “ფუკუსიმა-1″  ძლიერი მიჭისძვრის  შედეგად  ძლიერად  დაზიანდა.  მიწისძვრა  9.0  მაგნიტუდის  სიმძლავრისა  იყო,  რამაც  გამოიწვია  ცუნამის  ტალღები  და  დააზიანა  6-დან  4  ატომური  რეაქტორი.

ზარალმა  შეადგინა  74  მილიარდი  დოლარი,  დაიღუპა  12 000  მეტი  ადამიანი.

2012 წელი

28  თებერვალი ჩინეთის  პროვინცია  ჰეიბეიში ქიმიურ  ქარხანაში  მოხდა  აფეთქება,  რის  შედეგადაც  25  ადამიანი  დაიღუპა.

2013 წელი

18  აპრილს ამერიკულ  ქალაქ  ვესტში  ტეხასის  შტატში სასუქის  ქარხანაში  მოხდა  დიდი  აფეთქება. დაახლოებით  100  შენობა  დაინგრა  მიმდებარე  ტერიტორიაზე.  დაიღუპა  15  ადამიანი,  160  ადამიანი  მძიმედ  დაშავდა.21 saukunis