საქართველოს პროფკავშირებმა „UNI GLOBAL UNION“-ის ორდღიან კონფერენციას თბილისში უმასპინძლა.
შეხვედრაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირების და გლობალური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ მიღწევებზე, გამოწვევებზე, კამპანიებზე, სექტორულ სიახლეებზე იმსჯელეს, რომელიც სათამაშო ბიზნესში და ზოგადად, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებმა რაისა ლიპარტელიანმა და ლავრენტი ალანიამ სოციალური დიალოგისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოში არსებული შრომითი პირობები და უფლებები, საპენსიო სისტემა, სექტორული გამოწვევები, ქალთა უფლებები, კონვენციები, დისკრიმინაციის ფაქტები სამუშაო ადგილებზე, სახელფასო სხვაობები, მიღწევები, კამპანიები, რეგულაციური ცვლილებები.
გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასთან.
საქართველოში, სათამაშო ბიზნესში დასაქმებულებმა, რომლებიც პროფკავშირების რიგებში, გაერთიანების დარგობრივ ორგანიზაცია „ლაბორში“ ერთიანდებიან, მათი დასაქმების ადგილებზე არსებულ გამოწვევებსა და იმ მიღწეევებზე ისაუბრეს, რასაც პროფკავშირებში გაწევრიანების შემდეგ მიაღწიეს.
თავის მხრივ, კონფერენციაში მონაწილე გლობალური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პროფკავშირებს დასაქმებულთა უფლებების ნაწილში, საკუთარი ქვეყნების მაგალითები გაუზიარეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონფერენციის საქართველოში ჩატარება. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს 150 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს. გვიხარია, რომ პროფკავშირების გაერთიანების სახით გვყავს კარგი პარტნიორი ორგანიზაცია.
ზოგადად, ჩვენ, „UNI GLOBAL UNION“, ვართ კერძო სერვისების ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის: ფინანსებს, კომერციას, სათამაშო სექტორს, ტელეკომუკაციებს და მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რაც ამ სექტორში დასაქმებულებს აქვთ, რათა ერთად გადავჭრათ ისინი.
სათამაშო სექტორში, ისევე როგორც სხვა სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ღირსეული ხელფასები და სამუშაო პირობები“ – გიედრე ლელიტი, UNI GLOBAL UNION.
შეხვედრამ აქტიურ რეჟიმში, საინტერესოდ ჩაიარა. დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები.
მეტი ფოტოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/share/QDPH1hsBA5stftYS/?mibextid=oFDknk