შრომითი ურთიერთობების გენდერული ასპექტები – პროფკავშირების სემინარი დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებისთვის

24-25 ივლისს, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში, სასტუმროშივილაპალასი“, ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: „შრომითი ურთიერთობების გენდერულიასპექტები“.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:

 

შრომითი კანონმდებლობა და უახლესი ცვლილებები;

წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაცია, მტკიცების ტვირთი, გონივრული მისადაგება;

ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით და მისიაღსრულების მექანიზმები;

სექსიზმი და მისი გამოვლენის ფორმები შრომით ურთიერთობებში;

უფლების დაცვის მექანიზმები.

 

სემინარს უძღვებოდნენ: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარისმოადგილე თამარ სურმავა; ამერიკის სოლიდარობის ცენტრის პროგრამის ოფიცერინათიაგველესიანი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტები: სერგომახარაძე და თამილა გაბაიძე; საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საორგანიზაციოდეპარტამენტის სპეციალისტიია შერაზადიშვილი.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

 

აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიულიკავშირის;

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის;

მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის;

საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის;

ენერგეტიკის;

კავშირგაბმულობის;

აფხაზეთის;

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების;

სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთაპროფესიული კავშირის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულები.

IMG 7470IMG 7477IMG 7474IMG 7473IMG 7479IMG 7481IMG 7483IMG 7468IMG 7467IMG 7466 

 

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive