შრომითი უფლებები, დისკრიმინაციის აკრძალვა და აღსრულების მექანიზმები – ცნობიერების ამაღლების სემინარები გრძელდება

2021 სექტემბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: შრომითი უფლებები, დისკრიმინაციის აკრძალვა და აღსრულების მექანიზმები

სემინარის მომხსენებლებმა აფხაზეთის პროფესიული კავშირების გართიანების წევრებთან და პროფ. აქტივისტებთან განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • შრომითი კანონმდებლობა და უახლესი ცვლილებები (არსებითი პირობები – ხელშეკრულების ფორმა, ვადა, სამუშაო ადგილი, შესასრულებელი სამუშაო და აშ);
  • წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაცია, მტკიცების ტვირთი, გონივრული მისადაგება;
  • ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით;
  • საავადმყოფო ფურცლით სარგებლობა;
  • დისკრიმინაციისა და შევიწროების მნიშვნელობა;
  • სამუშაო საათების ნორმის დაცვის აუცილებლობა;
  • ზეგანაკვეთურად და შეთავსებით ნამუშევარი საათების ანაზღაურება;
  • ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით სარგებლობა;
  • გამოსაცდელი ვადის მვნიშვნელობა;
  • შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები;
  • უფლების დაცვის მექანიზმები და ა.შ

სემინარს უძღვებოდნენ: პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  თამარ ვეფხვაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტები: სერგო მახარაძე და გაგი მელიქიძე.

379431917 683999033649220 6819691006002487873 n

ტრენინგმა კითხვა-პასუხის რეჟიმში, საინტერესოდ ჩაიარა.

379539983 1625302667878076 3629475282222344530 n

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive