პროფკავშირების გაერთიანების, მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, ქალაქ ხაშურში არსებული შიდა ქართლის სატყეო სამსახურში დასაქმებულებისთვის ჩატარდა სემინარი შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ხის ჭრის სამუშაოების წარმოების დროს.
სემინარს უძღვებოდნენ: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ნიკა კაკაშვილი და მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებლი პროფკავშირის თავმჯდომარე მარინა კურტანიძე.
სემინარის მიზანი იყო სატყეო სამსახურში დასაქმებულებს (ხის მჭრელებს, მეტყევეებს, სამუშაოს მწარმოებლებს) ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მომუშავეებმა უსაფრთხოების თუ რა წესები უნდა დაიცვან და რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ ტყის მასივებში ხის ჭრის სამუშაოების შესრულებისას, ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებების ასაცილებლად.