მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირის მიერ მოგებული სასამართლო დავის საფუძველზე დასაქმებულები 350 000 ლარს მიიღებენ

პროფკავშირებმა „იმპერიალ გრუპს“ სასამართლო დავა მოუგო და კომპანიას დასაქმებულების – ი. კ-ს, ზ. ყ-ს, ო. ქ-ს და ა.მ-ს სასარგებლოდ 350 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის მიერ მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებებიც.

„იმპერიალ გრუპში“ დასაქმებულები დამსაქმებელს კუთვნილი ხელფასის გადახდას, ასევე, ანაზღაურების არგადახდის მიზეზის განმარტებას უშედეგოდ სთხოვდნენ. უშედეგოდ დასრულდა შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით მოსარჩელეთა მცდელობაც. ნაცვლად იმისა, რომ დამსაქმებელს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, თანამშრომლებთან არსებული პრობლემატური საკითხები დაერეგულირებინა, ოთხივე მათგანთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა.

დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე იცავდა, ხოლო, პროცესში აქტიურად ჩართული იყო სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი.