დიახ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, თავის წევრ აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობაში და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირთან ერთად, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად არის ამ გაფიცვის ორგანიზატორი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, წევრ ორგანიზაციასთან ერთად არ დაიშურა ძალისხმევა, რომ ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციის ქმედებები დასაქმებულთა მოთხოვნების ადეკვატური გამხდარიყო. საუბარია იმ უსამართლობაზე, რომელსაც ქარხნის თანამშრომლები წლების განმავლობაში აწყდებიან, აბსურდი და ტყუილია ის რომ თითქოს, შარშან სახელფასო ფონდის 10%-იანმა მატებამ ასახვა ჰპოვა რიგით დასაქმებულზე. ნამატი რაზეც ასე ხშირად გვესაუბრებიან ძირითადად ტოპ მენეჯმენტმა გადაინაწილა.
რაც შეეხება ბორჯომის ქარხნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოყენებულ სიტყვა “საბოტაჟს” – განგიმარტავთ, რომ დღეს დილის 08:00 საათზე დაწყებული გაფიცვა არ წარმოადგენს საბოტაჟს. დასაქმებულებმა კარგა ხნის წინ მოითხოვეს გაფიცვის უფლება და სწორედ პროფკავშირებისა და დასაქმებულთა ძალისხმევით, ვინაიდან ორიენტირებული იყვნენ მოლაპარაკებებზე, გაფიცვა დღემდე არ დაწყებულა. ამავე დროს ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციის საჯარო განცხადებები, თუ უშუალოდ თანამშრომლებთან კომუნიკაციისას წარმოთქმული ფრაზები, თითქოს მზად არიან მოლაპარაკებებზე, ოღონდ პროფკავშირის გარეშე – გახლავთ როგორც მინიმუმ დასაქმებულისა და დამსაქმებლის შორის უერთიერთობის, საყოველთაოდ აღიარებულ სფეროში განათლების დაბალი დონე, ვერ გათავისება იმისა რომ პროფკავშირი არის დასაქმებული ადამიანების, მშრომელების კრებსითი სახელი.
ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, იმას რომ მიმდინარე პროტესტი არა ეგრეთწოდებული “გარეშე პირების” მიერ არის ინსპირირებული, არამედ არა ადეკვატური, ცუდი მენეჯმენტი მიერ “გაწეული მუშაობის” შედეგია და სწორედ ის შეიძლება ჩაითვალოს გაფიცვის ორგანიზატორად.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას მისი წევრი ორგანიზაციის – აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის და მისი წევრების მხარდაჭერისთვის მიმართოს კანონის შესაბამის ყველა ბერკეტსა და მექანიზმს. ასევე მზად ვართ მთელი ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ, რათა შედგეს ქარხანაში დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესების ნაყოფიერი დაახლოება.