მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და პროფკავშირების გაერთიანებას შორის შრომით საკითხებზე დისკუსია გაიმართა

გუშინ სოციალურ პარტნიორებს – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შრომითი საკითხებისა და მხარეების ინიციატივების შესახებ დისკუსია გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს შრომის კოდექსის იმ საკითხების ჩამონათვალი, რაზეც პროფკავშირები და დამსაქმებელთა ასოციაცია თანხმდება. დისკუსია, რომლის მიზანი სწორედ პოზიციების დაახლოება და კონკრეტული შეთანხმების მიღწევა იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ საკითხებზე, რომლებზეც ვერ მოხდა შეთანხმება გაგრძელდება ორმხრივი მუშაობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები და დარგობრივი პროფკავშირების წარმოამდგენლები