მიმდინარეობს საიტის განახლება

სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი მუშის ოჯახი კომპენსაციას მიიღებს

პროფკავშირების გაერთიანების კიდევ ერთი წარმატებული სასამართლო პროცესი. დავა შპს ,,საქნახშირთან“ მორიგებით დასრულდა, რის შედეგადაც სამუშაო ადგილზე გარდაცვლილის ოჯახი მიიღებს კომპენსაციას. (ამ დროისთვის შპს ,,საქნახშირს” კომპანია ,,ჯი აი ჯი ჯგუფი” მართავდა)

შემთხვევა, რა დროსაც ირაკლი სოხაძე გარდაიცვალა, 2017 წლის 24 ივლისს მოხდა ე.მინდელის სახელობის მეოთხე შახტაში. უბედური შემთხვევა არ უკავშირდება უშუალოდ სამუშაო პროცესს – ირაკლი სოხაძე, რომელიც უვადო კონტაქტის საფუძველზე მუშაობდა შპს ,,საქნახშირში“ მიწისქვეშა სამთო მუშის თანამდებობაზე, შახტაში გარდაიცვალა ,,გულის უკმარისობის” დიაგნოზით.

გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დასაცავად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტის – სერგო მახარაძის მეშვეობით სასამართლო დავა აწარმოა საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა.

https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/1015779632142489/