მიმდინარეობს საიტის განახლება

რუსთავის აზოტის 11 ყოფილი თანამშრომელი სამსახურში აღდგა

2019 წლის 24 მაისს რუსთავის აზოტმა გამოსცა ბრძანება 11 მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე. 29 მაისს კომპანიის ხელმძღვანელობასა და მოსარჩელეთა შორის გაიმართა შეხვედრა. კომპანიამ განაცხადა, რომ 24 მაისიდან მოსარჩელეები მიიღებენ ხელფასს, ხოლო უშუალოდ სამსახურში დაბრუნებისთვის სჭირდებათ მცირე პერიოდი.

სამუშაო ადგილზე მისულ მოსარჩელეებს თანამშრომლები შეხვდნენ და მიულოცეს სამსახურში აღდგენა. მოსარჩელეთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს.

ეგახსენებთ, კომპანია რუსთავის აზოტმა 2017 წლის იანვრის თვეში სრულიად უკანონოდ გაანთავისუფლა კომპანიის 350 მდე თანამშრომელი. თებერვლის თვეში გათავისუფლებულმა 56 ადამიანმა სარჩელი აღძრა კომპანიის წინააღმდეგ.

2018 წლის 28 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა 56 მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2018 წლის 15 მაისს კი ამავე სასამართლომ, მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება 11 მოსარჩელის, რომელთა ფინანსური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის თაობაზე, მანამ სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. კომპანიამ ნებაყოფლობით არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რის გამოც საქმეში ჩაერთო აღსრულების ეროვნული ბიურო.

დღეის მდგომარეობით რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული 56 მოსარჩელის საქმე უზენაეს სასამართლოშია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ორი ინსტანციის გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვების შემთხვევაში ყველა მოსარჩელე დაუბნრუნდება სამსახურს და მიიღებენ სულ მცირე 30 თვის ხელფასებს.

https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/2119079031722965/