რას გვიკეთებს პროფკავშირი ?!

პროფკავშირი წარმოადგენს მშრომელთა ნებაყოფლობით, დამოუკიდებელ, გაერთიანებას, რომლის მიზანია წევრების შრომითი, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა. პროფესიული კავშირები აუცილებლად იქმნება და იმართება თავად დასაქმებულთა ერთობის მიერ. დღეს საქართველოში აღნიშნული ინსტიტუტი დისკრედიტირებულია რიგი მიზეზების, მათ შორის, სტერეოტიპული ცოდნისა და დამსაქმებლების მიერ წარმოებული მიზანმიმართული პროპაგანდის, გამო.

შესაბამისად, ხშირად ისმის აგრესიული კითხვა „რას გვიკეთებს პროფკავშირი?!“

აქ გადმოცემულია, ბოლო 2 წლის განმავლობაში,  წარმატებით დასრულებული, რამდენიმე სამაგალითო ბრძოლა.

მაგალითი:

ფართომასშტაბიანი და მრავლკომპონენტიანი ბრძოლების, აქციების, გაფიცვებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შედაგად, შევქმენით შრომის უსაფრთოხების ახალი კანონი, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა და დამსაქმებელს რიგი ვალდებულებები დააკისრა.

რუსთავის აზოტის 56 გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღდგა, პროფკავშირების მიერ, სამ ინსტანციაში, მოგებული სასამართლო დავების შედეგად კომპანიას, მთლიანობაში 2 მილიონამდე, კომპენსაციის გადახდა დაეკისრა დასაქმებულთათვის.

ავიამშენებლების გაფიცვა – პროფკავშირების ბრძოლის შედეგად, რამდენიმე დღიანმა ბატალიებმა შედეგი გამოიღო. საწარმოს ასზე მეტ დასაქმებულს ხელფასი 25 %- ით გაეზარდა.

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომელთა (პროფესიული კავშირის) სამ დღიან გაფიცვას , მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოჰყვა და ადმინისტრაციამ სრულად დაფარა 6 თვიანი სახელფასო დავალიანება.

სტატისტიკა:

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთაინების საშუალებით:

2019 წლის განმავლობაში, უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლა 3200 ზე მეტმა მოქალაქემ.

  • 2019 წლის მონაცმებით, სასამართლოში წარმოებული და მოგებული საქმეების შედეგად, დამსაქმებლების მხრიდან, დასაქმებულების სასარგებლოდ უკვე ანაზღაურდა 2 000 000 ლარზე მეტი და სამსახურში აღდგა ასობით უკანონოდ განთავი სუფლებული პირი.
  • ამ დრომდე, სასამართლოს წარმოებაშია მიღებული, 25 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა ქეისი; ყოველდღიურ რეჟიმში, იურიდიული დეპარტამენტი, ათობით ადამიანს, სრულიად უფასოდ, უწევს კონსულტაციას;

მაგალითი:

  • საწარმოო შემთხვევისას გარდაცვლილის ოჯახმა, სასამართლოს გზით, 40 ათასი ლარი მიიღო!
  • პროფკავშირების იურისტმა, სილამაზის სალონ ბელეცას, 5 დასაქმებულთან ერთად, 70 000 ლარი მოუგო.
  • „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ დასაქმებული 4 პირისათვის გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად, კომპანიას მთლიანობაში 45 000 ლარის გადახდა მოუწია მშრომელებისთვის
  • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მოგებული საქმე საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ! – დასაქმებულმა ადმინისტრაციისგან 24 000 ლარიანი კომპენსაცია მიიღო
  • პროფკავშირებმა მუნიციპალური ავტობუსის მძღოლის სასარგებლოდ დავა მოიგო. უკანონოდ გათავისუფლებულ მძღოლს სამსახურში აღადგენენ.

ინიციატივა

შრომის კოდექსი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად იყო ჩართული შრომის კოდექსისა და მისი თანმდევი კანონმდებლობის საკომიტეტო მოსმენებში.

უმუშევრობის შემწეობა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წარადგინა კანონპროექტი „უმუშევრობის შემწეობა“. მისი მიზანია, უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მიეცეს ელემენტარული საარსებო წყარო. უმუშევრობის შემწეობის ოდენობა ინიციატივით განისაზღვრება 200 ლარით და გაიცემა უმუშევრობის პერიოდის პირველ 6 თვეზე. ამ პერიოდში, სახელმწიფო უმუშევარს შესთავაზებს, მისი პროფესიის შესაბამის სამუშაო ადგილზე დასაქმებას.

შრომის კოდექსი

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, წარმოადგენს, კერძო სექტორში, შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელ ძირითად დოკუმენტს. 2013 წელს, პროფესიული კავშირების გაერთიანების აქტიური ჩართულობით, შრომის კოდექსში განხორციელდა ძირეული ცვლილებები. 2020 წელს კი აღნიშნულ კოდექსში პროფკავშირების ჩართულობით დამატებითი დაზუსტებები შევიდა.

შრომის ინსპექცია

სულ ახლახან პროფკავშირების მოთხოვნით შეიქმნა შრომის ინსპექციის დეპარტამენტი, რომელიც შრომის უფართხოებასა და პირობებს გააკონტროლებს. აღნიშნული დეპარტამენტი 2018 წელს შეიქმნა და აქამდე მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს აკონტროლებდა.

მინიმალური ხელფასი

პროფესიულმა კავშირებემა, აგრეთვე, წარადგინა ინიციატივა მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით, კერძო სექტორში.

გახსოვდეთ:

პროფკავშირები არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან

პროფკავშირებს ქმნით თავად თქვენ!

გახდი პროფკავშირის წევრი

გააძლიერე საერთო ბრძოლა!

 

FB.COM/GTUC.GE

FB.COM/GTUCYOUTH