პროფკავშირებს და დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება შედგა

პროფკავშირებს და დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება შედგა. აგრარული ბაზრის ხელმძღვანელობა შეხვედრის, ზეპირი და წერილობითი მოთხოვნების, დასაბუთების და პროტესტის ფონზე დათანხმდა მოვაჭრეებს მოვაჭრეობის ცნობები მისცეს. აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ. საუბარია 121 მოვაჭრეზე, რომელიც ორ თვეზე მეტ ხანს შემოსავლის გარეშე იყო დარჩენილი.

დღეს, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დარგობრივი ორგანიზაციების და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, დეზერტირების ბაზარში მივიდა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან მოვაჭრეებისთვის ცნობების გაცემის პროცესს დაესწრო, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები მოვაჭრეებს ცნობების ონლაინ რეგისტრაციაში დაეხმარნენ.