მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირებმა ,,ელმავალმშენებელს” სასამართლო დავა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაყვეტილებით დაკმაყოფილდა ომარ პაპიაშვილის სარჩელი სს ,,ელმავალმშენებელის“ მიმართ.  კომპანიას დაევალა თანამშრომლის სამუშაოს შესასრულებლად დაშვებამდე ან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტადე იძულებითი მოცდენის თანხის გადახდა (ყოველთვიური საშუალო ხელფასის გადახდა), რაც ყოველთვიურად, სამსახურში აღდგენის დღემდე იზრდება.

ომარი პაპიაშვილი  წლებია, რაც დასაქმებულია სს ,,ელმავალმშენებელში“, ზეინკალის თანამდებობაზე. მიუხედავად მოსარჩელის სამუშაოს შესრულების ინტერესისა – მოპასუხე მას ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა განმარტების გარეშე (უმიზეზოდ) არ აძლევს შესაძლებლობას შეასრულოს უვადო შრომითი კონტრაქტით განსაზღვრული სამუშაოები, რის შედეგადაც მოსარჩელეს ადგება ზიანი. რომ არა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ბრალეულობა – მოსარჩელე არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 28 რიცხვისა მიიღებდა  შემოსავალს, რომელიც მან ვერ მიიღო სწორედ იმის გამო, რომ მოპასუხე ამყოფებს მას იძულებითი მოცდენის პირობებში.

მოსარჩელემ, მოპასუხე კომპანიის სხვა დასაქმებულებთან ერთად არაერთხელ (29.05.20219წ., 13.12.2019წ., 08.06.2020წ. და 13.05.2021წ.) მიმართა მოპასუხეს და ითხოვა მის შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლების სრულად  მიწოდება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სამსახურში დაშვება,  თუმცა უშედეგოდ.  მოპასუხეს არცერთ განცხადებაზე – არ გაუცია პასუხი/არ მოუხდენია რეაგირება.

აღნიშნული საქმე არის პრეცედენტული, ვინაიდან საქმე ეხება არსებული შრომითი ურთიერთობის ფარგლებში სამსახურში არ დაშვებას და არ დაშვების გამო იძულებითი მოცდენის დაკისრებას.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავს. საქმეში ჩართულია რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი.