ქვეყნების ნახევარი ჩაკეტილია და COVID-19 –ის პანდემია ზიანს აყენებს დასაქმებული ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და ეკონომიკას.
გამოკითხული ქვეყნების ნახევარზე მეტი (53%) კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას ცდილობს ქვეყნის ჩაკეტვის ღონისძიებებით, როგორებიცაა სკოლებისა და არა–აუცილებელი საწარმოების და ბიზნესების დახურვა. დიდი ოცეულის თხუთმეტი ქვეყნიდან ექვსმა (რომელებიც გლობალური ეკონომიკის წამყვანი მოთამაშეები არიან) დახურა არა–აუცილებელი ბიზნესები 2020 წლის 17-23 მარტის პერიოდში და ქვეყნების მხოლოდ 50% უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო მომსახურებას.
„Covid-19-ის პანდემიის ფინანსური და ჰუმანიტარული ზემოქმედება ხანგრძლივი იქნება, თუ მთავრობები არ დაიცავენ დასაქმებულებს, მიწოდების ქსელებსა და მცირე ბიზნესებს. G20–ის ქვეყნებში (რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ) მაღაზიების დაკეტვა და მოთხოვნის შემცირება გავლენას მოახდენს მსოფლიო მიწოდების ქსელებსა და ამ ქსელებზე შემოსავლით დამოკიდებულ მილიონობით დასაქმებულ ადამიანზე და ეს მომდევნო კვირებში შესამჩნევი გახდება.
ამ კვირაში, G20 -ი ს ლიდერებს ვირტუალურ შეხვედრაზე არ აქვთ მიზეზი რომ მოუმზადებელი დახვდნენ გამოწვევას – თუ დასაქმებული ადამიანები ხედავენ მათ წინაშე არსებულ კრიზისს, მსოფლიო ლიდერებიც უნდა ხედავდნენ ამას. მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის საპასუხო გეგმების ერთი წლით ადრე შემუშავებით შევძლებთ დავიცვათ ხალხის სიცოცხლე, შემოსავალი და სტაბილური გავხადოთ ეკონომიკა“, – განაცხადა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა შარან ბაროუმ.
პანდემიის გლობალური ჯანმრთელობისა და ეკონომიკის შედეგები გამოვლენილია პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მიერ COVID-19–თან დაკავშირებით განხორციელებული გლობალური კვლევის შედეგად. კვლევის დროს ინფორმაცია მიღებულ იქნა 86 ქვეყნის 109 პროფკავშირიდან, მათ შორისაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 36 წევრი ქვეყნიდან 28–დან და დიდი ოცეულის თხუთმეტი ქვეყანიდან.
ჩატარებული კვლევა წარმოადგენს COVID-19-ის პანდემიის შესახებ მთავრობისა და დამსაქმებელთა რეაგირების რეგულარული მონიტორინგის ნაწილს. პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია რეგულარულად გამოითხოვს ინფორმაციას კვლევის საკითხებთან დაკავშირებით წევრი ორგანიზაციებიდან შემდგომი თვეების განმავლობაში.
„COVID-19- ის პანდემიის ეკონომიკურმა შედეგებმა ფართო არეალი მოიცვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, პანდემია ძლიერდება. გამოკითხული ქვეყნების მთავრობების ნახევარმა დახურა არა–აუცილებელი ბიზნესი (სუპერმარკეტებისა და აფთიაქების გამოკლებით). გამოკითხული დიდი ოცეულის 15 ქვეყნიდან 6–მა (40%) – მსოფლიოს უდიდესმა ეკონომიკებმა – დახურა არა–აუცილებელი ბიზნესი, სუპერმარკეტებისა და აფთიაქების გარდა.
მიუხედავად ამ აუცილებელი ცვლილებებისა, უფრო მეტი ქვეყანა (29%) უზრუნველყოფს დახმარების ფონდებს ბიზნესისთვის, თუმცა არა ბიულეტენის ან ნახევარ განაკვეთიანი შვებულებას. მხოლოდ ქვეყნების 23% უზრუნველყოფს ნახევარ განაკვეთიან შვებულებას და მხოლოდ ქვეყნების 21% უზრუნველყოფს ბიულეტენს ყველასთვის ან ზოგიერთი დასაქმებულისათვის. მრავალი მთავრობის ადრეული რეაგირება იყო არაადეკვატური და რადგან სიტუაცია სწრაფად იცვლება მათ აუცილებლად უნდა გადადგან ნაბიჯები“, – განაცხადა შარან ბაროუმ.
ჯანდაცვის მუშაკები, სატრანსპორტო მუშაკები და საცალო და მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანები ყველაზე მეტად განიცდიან პანდემიის გავლენას – მეტი კონტაქტის რისკისა და პირადი დამცავი აღჭურვილობის სიმცირის გამო.
განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენენ ასევე არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანები, მცირე ბიზნესები და თვითდასაქმებული და პლატფორმის ეკონომიკაში დასაქმებულები, რადგან ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დახურვის საჭიროებიდან გამომდინარე მოთხოვნა შემცირდა.
ექსპორტის მკვეთრი შემცირების ადრეული ნიშნები არსებობს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ტექსტილის მრეწველობა, სადაც ტექსტილის სექტორში დასაქმებულები ეკონომიკური რისკის ქვეშ იმყოფებიან, რადგან იზრდება შეზღუდვები საზღვრებზე და ხდება პროდუქციის შეკვეთის გაუქმება ან გადადება, იმპორტიორი ქვეყნებიდან მოთხოვნის არარსებობის გამო.
„მთავრობის დახმარება ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ ადეკვატური ანაზღაურებადი ბიულეტენი ყველა დასაქმებულისთვის და ასევე შემოსავალთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების შენარჩუნებას იმ დროისთვის, როდესაც მოხდება პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გაუქმება. მილიონობით ჩაკეტილი ადამიანისთვის ამის საჭიროების მიუხედავად, შემოსავლების მხარდაჭერა და ფულადი დახმარებები ქვეყნების მხოლოდ 12% -ში ხორციელდება.
გლობალურ ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კრიზისზე რეაგირებისათვის ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება დიდი ოცეულის ლიდერების მოქმედება და მათი თანამშრომლობა, რათა შემოგვიერთდნენ სოციალური დიალოგის საშუალებით. მხოლოდ კოორდინირებული საერთაშორისო დახმარების გაზრდის მეშვეობით, მათ შორის ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის, შევაჩერებთ ამ პანდემიას, რომელსაც საზღვრები არა აქვს“, – თქვა შარან ბაროუმ.
დიდი ოცეულის თხუთმეტ გამოკითხულ ქვეყანაში:
- მხოლოდ მესამედი (15-დან 5) უზრუნველყოფს თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულთა დასაქმების დაცვას.
- მესამედზე ნაკლები (15-დან 4) უზრუნველყოფს ყველა დასაქმებულისთვის ანაზღაურებად ბიულეტენს.
კვლევაში ასევე იდენტიფიცირებულია შეზღუდვები დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებებთან დაკავშირებით, როგორც მთავრობის ქმედებების შედეგი და რომელთა დეტალური მონიტორინგიც უნდა განხორციელდეს, ვინაიდან:
- 24 ქვეყანაში იყენებენ სათვალთვალო პროგრამებს, რათა მოახდინონ ცალკეული პირებისა და ვირუსის გავრცელების მონიტორინგი;
- ხოლო 13–მა ქვეყანამ გადადო ადგილობრივი და საყოველთაო არჩევნები.
ხუთ მთავარ ღონისძიებას, რომელთაც იყენებენ მთავრობები ვირუსის გავრცელების შესანელებლად, წარმოადგენენ:
- მასობრივი შეკრებების ზომის შეზღუდვა (ქვეყნების 92%)
- სპორტული ღონისძიებების გაუქმება (ქვეყნების 88%)
- სკოლების დახურვა (ქვეყნების 84%)
- ცალკეული ინდივიდებისა და ოჯახების თვითიზოლაცია, რომლებიც ავლენენ ვირუსის სიმპტომებს(ქვეყნების 83%)
- სამოგზაურო შეზღუდვები ქვეყანაში ჩამოსული მოგზაურებისათვის (ქვეყნების 82%)
ქვეყნების 65% მოუწოდებენ სახლიდან მუშაობისკენ ზოგიერთი დასაქმებულებისთვის.
ყველა გამოკითხული ქვეყნების მთავრობის ნახევარზე მეტი (58%) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს.
ხუთი მთავარი პოლიტიკა, რასაც იყენებენ მთავრობები ეკონომიკაზე ვირუსის გავლენის საპასუხო რეგირებისათვის, არის:
- უფასო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა – ქვეყნების 50%
- დასაქმების დაცვა თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის – ქვეყნების 34%
- გადასახადების შემსუბუქება ბიზნესისათვის – ქვეყნების 31%
- ანაზღაურებადი ბიულეტენის უზრუნველყოფა თვითიზოლაციის პერიოდის განმავლობაში – ქვეყნების 29%
- ფულადი დახმარების უზრუნველყოფა ბიზნესისთვის ან სექტორებისთვის – ქვეყნების 29%
გამოკითხვა აჩვენებს, რომ მთავრობების 62% კარგად რეაგირებს, მაგრამ ქვეყნების 48% -ში დამსაქმებლები რეაგირებენ ცუდად დასაქმებულთა საჭიროებებზე. დიდი ოცეულის 15 ქვეყნის მთავრობებიდან შვიდი ცუდად რეაგირებს არსებულ კრიზისზე.