პროფკავშირების ქართულ-ავსტიულმა სკოლამ მუშაობა განაახლა. სკოლა წარმოადგენს საქართველოს პროფკავშირების, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ავსტრიის პროფკავშირებისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ერთობლივ პროექტს. მიმდინარე თვიდან დაწყებულია სკოლის მოსამზადებელი სამუშაოები. თებერვლის თვიდან სწავლა დაიწყება ბათუმში, 2019 წლის სექტემბრიდან ავსტიული სკოლა მუშაობას დაიწყებს ქუთაისშიც, ხოლო 2020 წლიდან თბილისში.
პროფკავშირების ქართულ-ავსტიული სკოლა – წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს პროფკავშირის წევრების უნარებისა და ცოდნის განვითარებას. სკოლის ისტორიას სათავე დაედო ავსტრიაში 1963 წლიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განათლება ჩვეულებრივი ხალხისთვის მიუწვდომელი იყო, გაჩნდა იმ პროფკავშირული განათლების ტრადიციის აღორძინების აუცილებლობა, რომელიც სამწუხაროდ, ფაშისტური რეჟიმის დროს აიკრძალა.
აქედან გამომდინარე, სკოლის ჩამოყალიბება საგანმანათლებლო ალტერნატივას წარმოადგენდა. ადამიანებს, რომლებიც ამ სკოლას უერთდებოდნენ, ჰქონოდათ შესაძლებლობა მიეღოთ ცოდნა და შეეძინათ უნარ-ჩვევები პროფკავშირის, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტების მიმართულებით.
პროფკავშირების ქართულ-ავსტიული სკოლის სასწავლო გეგმა შედგენილია პროფკავშირების მომსახურების ხარისხის, ეფექტურობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესების აუცილებლობის გათვალისწინებით. შესაბამისად, პროფკავშირის მოდულებს სასწავლო გეგმაში უმთავრესი ადგილი უკავიათ. შედეგად, მონაწილეები შეიძენენ მრავალ ცოდნას და უნარ-ჩვევებს კვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენერ-ექსპერტების ჩართულობით. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგი მიმართულებებით :
წარმატებული ორგანიზაციის შექმნა და მენეჯმენტი:
- რა არის პროფკავშირი, პროფკავშირული მოძრაობის ისტორია. პროფკავშირის როლი საბაზრო ეკონომიკაში;
- პროფკავშირის აქტივობების ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;
- პროფკავშირის წევრობის მოტივაცია და სარგებელი;
- ახალგაზრდების როლი პროფკავშირულ მოძრაობაში, პროფკავშირები და ახალგაზრდები;
- ახალი წევრების მოზიდვა პროფკავშირში;
- ეფექტური პროფკავშირული მენეჯმენტი და რესურსების ადმინისტრირება;
- ლიდერობა, პიროვნული უნარ-ჩვევები;
- პროფკავშირული საქმიანობის ყოველწლიური სტრატეგიული დაგეგმარება;
- სტრატეგიული დაგეგმვა SWOT/ PEST ანალიზები;
- საერთაშორისო პროფკავშირების სტრუქტურა, გლობალიზაციის შესაძლო ეფექტები დასაქმებულებისათვის, ტრანსნაციონალური კომპანიების პასუხისმგებლობა;
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი:
- საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოლიტიკა და პროექტები საქართველოში: მსოფლიო ბანკი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი.
- სახელფასო სისტემები კომპანიებში და მათი გაანგარიშების მეთოდები : შრომის ბაზარი; ხელფასის ფონდი; შრომის ნორმის სახეები; სახელფასო სისტემები; ხელფასის ფორმები; წახალისების სისტემები.
- საპენსიო სისტემები: საპენსიო რეფორმა საქართველოში.
- მინიმალური ხელფასის პრაქტიკა ევროპასა და საქართველოში.
- საარსებო მინიმუმი და მისი გაანგარიშების ნაკლოვანებები.
- საგადასახადო სისტემა: საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები; ადგილობრივი გადასახადები; პირდაპირი და ირიბი გადასახადები.
- საბიუჯეტო კლასიფიკატორი; საბიუჯეტო პროცესი.
- ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის არსი და მათი გამიჯვნა.
- ეკონომიკური ანალიზი, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები: ინფლაცია; დეფლაცია; დევალვაცია; რევალვაცია; მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ /GDP); მთლიანი ეროვნული პროდუქტი (მეპ/ GNP); დასაქმების დონე; უმუშევრობის დონე; საშუალო ხელფასი.
- მიკროეკონომიკურლი მაჩვენებლები: მოთხოვნა-მიწოდება; მოთხოვნა-მიწოდების მრუდები; ჭარბი მიწოდება/ ჭარბი მოთხოვნა; ნორმალური და მდარე საქონელი; საქონლის შემცვლელები და შემავსებლები; ელასტიურობა; ზღვრული მოგება; მუდმივი და ცვალებადი ხარჯები.
- საწარმოთა ანალიზი: მეწარმე სუბიექტები და მათი მახასიათებლები; საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის ძირითადი წყაროები -ბუღალტრული ბალანსი; მოგება-ზარალის უწყისი; ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიში (Cash Flow);
პროფკავშირების როლი დასაქმებულების სამართლებრივი და სოციალური დაცვის კუთხით:
- პროფკავშირების უფლებები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კონტექსში;
- პროფკავშირების საქმიანობის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა;
- საქ. შრომის კოდექსი, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები;
- ინდივიდუალური შრომითი კონფლიქტები;
- ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა;
- კოლექტიური მოლაპარაკება, მოლაპარაკების ხელოვნება;
- გაფიცვების და საჯარო შეხვედრების ორგანიზება;
- კოლექტიური კონფლიქტები, რეზოლუციები და მედიაციის როლი კონფლიქტებში მინიმალური სოციალური სტანდარტები;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ბუნება;
- ადვოკატირება და ლობირება;
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი სტანდარტები;
- დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში;
- სოციალური პარტნიორობა;
- პროფკავშირების როლი ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, ევროკავშირის კანონმდებლობა და სოციალური სტანდარტები.
შრომის უსაფრთოხოება სამუშაო ადგილებზე:
- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები;
- შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. სამუშაო ადგილებზე რისკების შეფასება. მეთოდოლოგია და საუკეთესო პრაქტიკა;
- შრომის უსაფრთხოება, ევროკავშირის რეგულაციები და დირექტივები;
PR – საზოგადოებასთან ურთიერთობა:
- პრაქტიკული მაგლალითები PR-ში, როგორ დავგეგმოთ პრესკონფენცია სწრაფად და მარტივად, როგორ მოვიზიდოთ პრესა, რა გვინდა ჩვენ მედიისგან და რას
- ელიან ჟურნალისტები ჩვენგან;
- საჯარო გამოსვლის ხელოვნება;
- პრესრელიზის მომზადება;
,,აუცილებელია საქართველოში იყოს სამოქალაქო განათლების და თვითშეგნების, პროფკავშირული უნარ-ჩვევების უწყვეტი სასწავლო პროცესი, მუდმივმოქმედი პროფკავშირული სკოლა, რომელიც იქნება მყარი ფუნდამენტი საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის.
მე, პროფკავშირული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს და როგორც ხელმძღვანელი, ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ იმისათვის, რომ ადამიანი ღირსეულად ცხოვრობდეს, საჭიროა ჰარმონიულად ვითარდებოდეს ქვეყნის ეკონომიკა და ადამიანის უფლებები. სწორედ ამას მოემსახურებიან პროფკავშირული სკოლის მიერ აღზრდილი ლიდერები, რომლებიც არავის მისცემენ გადაცდომის საშუალებას და ამ ქვეყნის ჰარმონიული განვითარების დარღვევის უფლებას, მათ შორის იმ ნეოლიბერალებს, რომლებიც დასაქმებულთა უფლებების იგნორირების ხარჯზე ცდილობენ ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას საქართველოში.’’ – ირაკლი პეტრიაშვილი
პროფკავშირები მოუწოდებს პროფკავშირის წევრებს სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში მოგვმართონ. სკოლის მონაწილეები შეირჩევიან გამჭვირვალედ კომპეტენტური კომისიის მიერ. სკოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი, საერთაშორისო დონის სერთიფიკატი. ყველა სიახლის შესახებ ინფორმაცია განთავსდება www.gtuc.ge ზე და ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.