მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების კიდევ ერთი მოგებული საქმე!

საქართველოს რკინიგზას დავით გოჩავასთვის 24 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ამასთან ერთად 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სასამართლომ ბათილად ცნო სს „საქართველოს რკინიგზის“ ბრძანება გოჩავასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

,,აღნიშნული საქმე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მუდამ დგას დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებების დაცვის სადარაჯოზე” – თამარ სურმავა

სამსახურიდან უკანონოდ, დისკრიმინაციული საფუძვლით განთავისუფლების გამო დავით გოჩავა დაობს ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისიდან, მას შემდგომ რაც იგი სრულიად უკანონოდ გაათავისუფლეს.

საქმემ მოიარა სამი ინსტანციის სასამართლო. თავდაპირველად თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა დავით გოჩავას მოთხოვნები, თუმცა მოგვიანებით, 2017 წლის 29 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა გოჩავას საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპლაციო სასამართლოს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა დავით გოჩავას მოსაზრებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და არაკანონიერებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ დავით გოჩავას მიმართ სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და ის გარემოება, ხომ არ ედო დავით გოჩავას სამსახურიდან განთავისუფლებას მის მიმართ არათანასწორი მოპყრობა.

საბოლოო ჯამში სასამართლომ მიიჩნია, რომ დავით გოჩავას სააპელაციო საჩივარი დასაბუთებული იყო და დააკმაყოფილა. სს ‘საქართველოს რკინიზამ’ დავით გოჩავა სამსახურში უნდა აღადგინოს და სოლიდური თანხაც გადაუხადოს.

დავით გოჩავას ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების იურისტი თამარ სურმავა იცავს ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით