საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი ქალაქ რუსთავის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შრომითი უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკიდან დაიწყოს.

სწორედ ამ მიზნით, გაერთიანების იურისტი ქეთი ჩხაიძე ქალაქ რუსთავის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჩავიდა და IX, X, XI კლასის ახალგაზრდებთან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, როგორიცაა: შრომითი უფლებები, შრომითი ხელშეკრულების მნიშვნელობა, არასრულწლოვანთა დასაქმების სპეციფიკა – რა შემთხვევაში და როგორი პირობებით შეიძლება დასაქმდეს არასრულწლოვანი. მოსწავლეები ასევე დაინტერესდნენ, დისტანციური სამუშაოს, შესვენებისა და შვებულების შესახებ ინფორმაციით.

შეხვედრა იმდენად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა განსაზღვრული დროის დამატება ითხოვეს.

სემინარში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები პროფკავშირების გაერთიანების რუსთავის ოფისის წარმომადგენელი მიმოზა შულაია და მე-3 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაკა მოსახლიშვილი.

417487819 780980800726944 8495714657128567773 n 417491872 780980714060286 5680406575379653205 n 419737014 780980710726953 6821592493455622630 n 420309288 780980717393619 4205172686817412488 n

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive