ახალციხის სატყეო სააგენტოში პროფკავშირებმა სემინარი ჩაატარა

ახალციხის სატყეო სააგენტოში მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა სემინარი შრომის უსაფრთხოების და შრომის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სემინარს უძღვებოდნენ მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე მარინა კურტანიძე, პროფკავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ნიკა კაკაშვილი და პროფკავშირების იურიდიული დეპარტამენტის იურისტი ქეთი ჩხაიძე.

მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ხის ჭრის სამუშაოების წარმოებისას საწარმოო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებების აცილებისთვის უსაფრთხოების რა წესები უნდა იქნეს დაცული.

44ebf7c3 b5b8 45e5 b806 4877f17b4d0a 50e50b73 3537 40d2 adb0 91d20da92840 58dc3071 dcb5 488d 9deb 1922018ecb4e 418722183 381297911380873 748325317066096610 n 2 419062207 941317904056613 2127462982973500927 n 1 b3e2bb2c c1fd 4cf3 87fa 6cdfce08da2e

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე