„თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად“

ბოლო წლებში, შრომის კანონმდებლობაში გატარებული არაერთი პოზიტიური ცვლილებისა, სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული პრაქტიკა კვლავ გრძელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში და ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი შრომითი გარემოს შექმნა, რაც კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება.

შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული პრაქტიკების პრევენციის მიზნით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ რეგიონული ინიციატივების ცენტრთან “ნათელი მომავალი” პარტნიორობით პროექტი განახორციელა. 6 თვის განმავლობაში, არაერთი შეხვედრა, ტრენინგი თუ  კვლევა ჩატარდა.

პროექტის სამიზნე ჯგუფს იმერეთის მუნიციპალური საჯარო დაწესებულებები (მერია, საკრებულო) წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში, მათი საქმიანობის მონიტორინგი ორ ეტაპად განხორციელდა და საჭირო რეკომენდაციების დაგზავნა მოხდა. ტრენინგებზე: სამუშაო ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, პოლიტიკა და მექანიზმები განიხილეს. გადამზადდა 21 საჯარო მოხელე.

10 მაისს კი, საქართველოს პროფესიული გაერთიანებისა და რეგიონული ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავლის“, ინიციატივით, პროექტის „თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

344301544 627976986040991 4591633994377546989 n

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის განმარტებით, პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორის გაძლიერება იყო  მთელი საქართველოს მასშტაბით. რამაც საბოლოო ჯამში, ღირსეული შრომის უზრუნველყოფასა და თანასწორი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.

ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, საკრებულო) ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესწავლაზე და შესაბამისად მომზადდა მონიტორინგის ანგარიში, რომელიც პროფესიული კავშირების გაერთიანების თაბვჯდომარის მოადგილემ თამარ სურმავამ წარადგინა.

345510401 220339597386605 337015205582695158 nპროექტი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, მედია, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორი დაესწრო.

ფოტო infoimereti , ნიუსი: https://infoimereti.ge/%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1/?fbclid=IwAR2sOqSXxAAdfJg5uj1dfWfn821kI2VloECeMNVmd_VVsTpecLvY3rVhp3U

პროექტი: https://gtuc.ge/wp-content/uploads/2023/05/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9D.pdf?fbclid=IwAR0xyPG5RS5ktXzYrU077th6tYYnBHe4zsaAYXDZDsbO1up4VRIivLTm0JE

 

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive