უმუშევრობა, სამუშაო ადგილების ნაკლებობა, დაბალი ანაზღაურება, ემიგრაცია – NDI-ის კვლევის შედეგებს ირაკლი პეტრიაშვილი ბრიუსელიდან ეხმაურება

NDI-ის კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მთავარი გამოწვევები, სწორედ ის საკითხებია, რომლის გადაჭრასაც პროფკავშირები წლებია ითხოვს და ადვოკატირებას უწევს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ევროკავშირის სტრუექტურებთან ურთიერთობისას.

NDI-ის დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით:

• საქართველოში დაუცველობის ერთ-ერთ მიზეზად გამოკითხულმა 40-მა რესპონდენტმა უმუშევრობა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა დაასახელა. გვ: 12
• ეროვნულ დონეზე პრიორიტეტების ნაწილში გამოკითხულმა 35-მა რესპონდენტმა კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რომლის წინაშეც ისინი და მათი ოჯახის წევრები დგანან დაასახელეს – სამუშაო ადგილები. გვ:21
• გამოკითხულმა 58-მა რესპონდენტმა საქართველოს ეკონომიკის უდიდეს პრობლემად დაასახელა უმუშევრობა, 48-მ კი – დაბალი ანაზღაურება. გვ:34
• იმ ადამიანების თითქმის ნახევარს, ვინც აღნიშნა რომ არ არის დასაქმებული, არ შეუძლია მონახოს სამსახური ან თუ ნახულობს ანაზღაურება არ არის შესაბამისი. გვ:38
• გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობს რომ მათ ოჯახებს სჭირდებათ თვიურად 3000 ლარი შემოსავალი, რათა შეძლონ ღირსეული ცხოვრება. გვ:43
• ქართველების ემიგრაციის მიზეზად გამოკითხულმა 65-მა რესპონდენტმა დაასახელა დაბალი ანაზღაურება, ხოლო, 56-მა სამუშაო ადგილების ნაკლებობა : გვ:49
• გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა აღიარებს გაუმჯობესებას ჯანდაცვის, სიტყვის თავისუფლების, ქალთა უფლებებისა და განათლების კუთხით. გვ:მე-7

კვლევის შედეგებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ბრიუსელიდან ეხმაურება, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ევროპელ კოლეგებთან ერთად სწორედ იმაზე მსჯელობს, თუ როგორ უნდა მოხერხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც ადამიანების უდიდეს ნაწილს აწუხებს.

„მოსახლეობის გამოწვევა სწორედ ეს საკითხებია და არა ის კარდებალეტი, რასაც ქართველი პოლიტიკოსები დღის წესრიგად სთავაზობენ მოსახლეობას. ამ პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია ეკონომიკის გაზრდით, ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასისა და პროგრესული გადასახადების დაწესებით. სწორედ ამ საკითხებზე ვმსჯელობ ევროპელ კოლეგებთან ერთად, რომ მოვახერხოთ ამ თემებზე საზოგადოებისა და პოლიტიკოსების კონცენტრირება“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

კვლევა სრულად შეგიძლიათ ნახოთ: https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20Georgia_GGF%20poll_October_2023_Eng_VF.pdf