მთავრობამ, პროფკავშირებმა და დამსაქმებლებმა სამმხრივი კომისიის სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს

515BDEF0 8D24 4F61 80D8 A01AC3965D26253D476C C364 43F5 B347 616A80AF61B68FB2207B D613 4240 B551 DF7C4235937B9633FF47 8AC1 4408 8B01 B7582650396A418352E2 AA2E 4A1C 80AA 1743FEEB4476BA74B5F8 20D1 4574 8157 8319380847E3C284C276 4B68 4129 8411 7CCDE17236F3

პროფკავშირებისთვის სასურველი დღის წესრიგის მიხედვით წარიმართა სამმხრივი კომისიის სხდომა, რომელზეც  ჯანდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისადა მეცნიერების სამინისტროების, პროფკავშირების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

ეს იყო ფაქტობრივად პირველი შემთხვევა, როდესაც დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც პროფკავშირები წლებია აყენებს.  სხდომას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გაუძღვა და  მნიშნველოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

სამმხრივ კომისიაში მონაწილე სამივე მხარე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შრომის ინსპექციის შესახებ N81 კონვენციის რატიფიცირებაზე შეთანხმდა. აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით, საქართველოს პროფკავშირებისთვის პრიორიტეტული საკითხის, შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალურ დონეზე სრულყოფა მოხდა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ამ ინსტიტუტის აღდგენა სოციალურ პარტნიორებთან ერთად სწორედ პროფკავშირმა მოახდინა.

კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ძალადობისა და შევიწროების შესახებ 190-ე კონვენციას ეხება. დამსაქმებლებმა რატიფიცირებისთვის დამატებითი კონსულტაციები ითხოვეს.

„დიდი იმედი მაქვს დამსაქმებლის გონივრულობის ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ძალადობა და შევიწროება საქართველოში აქტუალური საკითხია, მითუმეტეს, შრომით და გენდერულ ნაწილში. დამსაქმებლებსაც შესტკივათ გული ამასთან დაკავშირებით, ამიტომ, ვფიქრობ, ამ კონვენციის რატიფიცირებაც მალე მოხდება“ – განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

სხდომაზე აქტიურად იმსჯელეს და შეთანხმდენენ იძულებითი შრომის შესახებ 29-ე კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებაზეც.

საზოგადოებას ახსოვს, ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესებას პროფკავშირები მრავალი წელია ითხოვს. საკითხზე მსჯელობა რამდენჯერმე მოხდა. ამჯერად, დღის წესრიგში აღნიშნული თემა მთავრობამ წარმოადგინა. დამსაქმებლებმა დამატებითი კონსულტაციები ითხოვეს, თუმცა, მთავრობისა და პროფკავშირების  ცალსახა პოზიციით, მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვარი შემოღებული უნდა იყოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევრო დირექტივების შესაბამისად. პროფკავშირის პოზიციით, ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესება როგორც მინიმუმ, ქვეყანაში 130,000 ადამიანისთვის საარსებო მინიმუმის ტოლფასი ხელფასით უზრუნველყოფას გულისხმობს .

სამმხრივი კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის გამო შვებულებების ანაზღაურების საკითხიც. საკუთარი ინიციატივა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით  პროფკავშირებს არაერთხელ წარუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება სხვა ფორმით მოხდა, მისასალმებელია დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაორმაგება, რაც 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა. შესაძლოა, აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა გამოწვევას ვერ ფარავს, თუმცა, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც დემოგრაფიას, ქალთა უფლებებს, დედების უზრუნველყოფას ეხება, პროფკავშირების მიერ მთავრობასა და სოციალურ პარტნიორებთან ერთად მსჯელობა 2023 წელსაც  გაგრძელდება.

პროფკავშირები მიესალმება მთავრობის მიერ  მეშახტე-მაღაროელთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ გამოცემულ ბრძანებას, მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირების მიერ შეტანილი კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია ითხოვდა ძალოვანი სტრუქტურების და სხვა საჯარო სამსახურების ნაწილის თანაბრად მსგავსად მომხდარიყო მათი საპენსიო  უზრუნველყოფა, როგორც ეს არის განსაზღვრული საქართველოს კანონით სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. 

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მომავალი წლის სამოქმედო გეგმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა ინტენსურ რეჟიმში გაგრძელდება.

 

D2A9D786 A306 4F55 A40A D620BB1E4FCC3C65448C 2CA4 44AF BFD6 8519C4D06EE4

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე