საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, დაიწყო საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის კომიტეტის მიერ ინიცირებული – მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ – კანონპროექტის განხილვა. ინიციატივა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე პროფკავშირების გაერთიანებასაც აქვს შემუშავებული და ჯერ კიდევ ორი წლის წინ პარლამენტისთვის წარდგენილი. დღეს საკითხზე შეხვედრას პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი მასპინძლობს. მასში მონაწილეობენ პროფკავშირების წევრი მრავალშვილიანი დედები, გაერთიანების ქალთა კომიტეტის წევრები და აგრეთვე ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მათ შორის “გენი ქართული”ს წარმომადგენლები.
განიხილება ისეთი მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა მრავალშვილიანი ოჯახის განსაზღვრა, აუცილებელი ეკონომიკური შეღავათები, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების უფლებებს შორის მკვეთრი სხვაობა და ა.შ.
შეხვედრაზე სრული ქალთა ორგანიზაციების მხრიდან კანონპროექტზე მუშაობისას სრული ჩართულობისთვის მზადყოფნა გამოითქვა.