8 თვიანმა სასამართლო პროცესმა შედეგი გამოიღო – სს მითანადან გათავისუფლებული 3 თანამშრომელი სამსახურში აღდგა და კომპანიას იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა!
2018 წლის ოქტომბრის თვეში სს მითანაში კომპანიის მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ დასაქმებულ სამ ოპერატორს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდნენ საქმიანობას კომპანიაში, განუცხადეს, რომ უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.
მათ უთხრეს პირველ ეტაპზე თავად აერჩიათ 3 დან 1 პიროვნება, რომელიც დატოვებდა სამსახურს. ბუნებრივია, დასაქმებულმა სამივე ოპერატორმა გამოხატა პროტესტი, ვინაიდან ხელფასი მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. შეხვედრის მეორე დღეს კომპანიამ სამივე ოპერატორი გაათავისუფლა სამსახურიდან – ერთი მოსარჩელე კვალიფიკაციის შეუსაბამოსი გამო, ხოლო დარჩენილი ორი ,,ობიექტური საფუძველით”.
✔8 თვიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო – სასამართლომ სს მითანას გათავისუფლებული 3 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა!კიდევ ერთ მოგებულ სასამართლოზე დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ ➡ gtuc.ge/mogebuli-sasamartlo-dava-mitanas-winaagmdeg/
Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on ოთხშაბათი, 24 ივლისი, 2019