სასამართლომ სამინისტროს, აგრეთვე, დააკისრა სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით.
წინა ინსტანციის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება შრომით ურთიერთობად იქნა აღიარებული, აგრეთვე, დადგინდა, რომ მხარები იმყოფებოდნენ უვადო შრომით ურთიერთობაში. გარდა ამისა, სასამართლომ ნ.გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება ბათილად ცნო, თუმცა, სასამართლომ სამინისტროს იძულებითი განაცდური არ დააკისრა, დაზარალებულისთვის მხოლოდ კომპენსაცია განუსაზღვრა. ასევე, სამინისტრომ უარი თქვა მის სამსახურში აღდგენაზე. მორიგი დავის წამოწყების საფუძველი სწორედ ეს ორი მიზეზი გახდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროფკავშირების არგუმენტაცია, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კოდექსში შესული ცვლილებებით გაფართოვდა უკანონოდ გათავისუფლებულ დასაქმებულთა დაცვის შესაძლებლობა. კერძოდ, იძულებითი განაცდური და სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია დამსაქმებელს ცალ-ცალკე უნდა დაეკისროს.
ნ.გ. სამსახურში აღდგენის მოთხოვნით დავის გაგრძელებას საკასაციო ინსტანციაში გეგმავს. სასამართლოში მის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.