მიმდინარეობს საიტის განახლება

მინიმალური ხელფასისი ზრდის მნიშვნელობა სიღარიბის დასაძლევად

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

საქართველოს წინაშე არაერთი პრობლემა დგას, მათ შორის არის მასობრივი სიღარიბე, რომლის დასაძლევად აუცილებელია ისითი დიდი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა, როგორიც არის ღარიბთა შემოსავლის ძირითადი წყარო, მათი საოჯახო და მინიმალური სამომხმარებლო კალათის მოცულობა, ხარჯვის სტრუქტურა, ღარიბთა სოციალური განწყობები და სოციალური კაპიტალი, სიღარიბის გავრცელების გეოგრაფია – ქალაქებსა და სოფლებში, მთასა და ბარში, სხვადსხვა რეგიონებში, ღარიბთა სტრატიფიკაცია და სივრცული განაწილება, მათი კატეგორიები. ამ ყველაფერთა პირდაპირ ბმაშია მინიმალური ხელფასის საკითხი.  ნათელია, რომ შემოსავალი, რომელიც, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივების გათვალისწინებით,  არ იძლევა თუნდაც მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შექმნის საშუალებას, ადამიანს აყენებს ღარიბის მდგომარეობაში. საყოველთაოდ არის აღიარებული რომ პირველ რიგში ადამიანის სიღარიბეს განაპირობებს დაბალი ფულადი შემოსავალი. დღეს საქართველოში 30 წლის წინ არსებული მდგომარეობიდან განსხვავებით,  ღარიბ ადამიანს უკვე აღარ აქვს გასაყიდად ღირებული ქონება და ფინანსური დანაზოგი. ბოლო სამი ათეული წელია, რაც ღარიბი ვეღარ მოიხმარს საკმარის სურსათსა და სამრეწველო საქონელს, მისი საბინაო პირობები სავალალოა, სოციალური მომსახურება დაბალი, ხოლო წვდომა ჯანდაცვაზე რთული, ნაკლებად აქვს შესაძლებლობა მიიღოს უმაღლესი განათლება,  შეზღუდული აქვს თვითრეალიზაციის შესაძლებლობა,  პრობლემები აქვს სოციალური ჩართულობის თვალსაზრისთ და იმყოფება დაბალი სოციალური სტატუსის პირობებში.

თუ გავითვალისწინებთ ევროპულ გამოცდილებას, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ სიღარიბის დაძლევაში დიდ მნიშვნელობა გააჩნია ღარიბთათვის სოციალური განვითარების მყარი საფუძვლის შექმნას, რაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია მინიმალური ხელფასის ზრდას. მხოლოდ მინიმალური ხელფასის განუწყვეტელი და  მაქსიმალური ზრდით არის შესაძლებელი სიღარიბის დაძლევა.

საქართველოს უკვე რამდენიმე წელია რატიფიცირებული აქვს ასოცირების შეთანხმება ევროპის კავშირთან და ეს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის მინიმალური ხელფასისი ზრდის საკითხს. 1999 წლიდან დაკანონებული 20 ლარი კერძო სექტორში, ხოლო  135 ლარი საჯარო სამსახურში დღეს სრულ ანაქრონიზმს წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც ევროპაში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ერთიანი გარანტირებული ნორმის დამკვიდრება, არ შეიძლება, რომ ევროპის კავშირთან ასოცირებულ ქვეყანაში 20 და 135 ლარზე იყოს საუბარი.

ევროპის კავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში დღეს მოქმედებს მინიმალური ხელფასის ეროვნული ნორმა. ეს ნორმები განსხვავებულია,  ყველაზე მაღალი არის ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და შეადგენს 1 874  ევროს, ბელგიის სამეფოში 1 502  ევროა, ნიდერლანდების  სამეფოში 1 469 ევრო, ირლანდიის რესპუბლიკაში 1 462 ევრო, ხოლო ბრექსიტის პროცესში მყოფ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 1 403 ევროს ექვივალენტია გირვანქა სტერლინგში, ყველაზე დაბალი კი რუმინეთშია და შეადგენს 157 ევროს. დიახ მინიმალური ხელფასის ზრდისას გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივები, მაგრამ მის ზრდას ალტერნატივა არ გააჩნია, თუ არ ჩავთვლით ალტერნატივად სიღარიბის გავრცელებას. მაგალითები ბევრია, თუ როგორ შეიძლება მინიმალური ხელფასის ზრდის საკითხის გადაწყეტა. შვედეთის სამფოში მოქმედებს სოციალური ოქმი, რომელშიც განზოგადებულად არის წარმოდგენილი ძირითადი სოციალური დებულებები, ხოლო მინიმალური ხელფასის ზრდის საკითხი წყდება სოციალური პარტნიორების – დამსაქმებლებისა და პროფკავშირების სოციალური დიალოგის საფუძველზე, ზოგადად შვედეთის სამეფოში კოლექტიური მოლაპარაკებების დიდი ტრადიციაა და შესაბამისად შედარებით სწრაფად ხდება შეთანხმების მიღწევა ეკონომიკის მთელ დარგებში და ამ შეთანხმებებში ზუსტად ფიქსირდება ყველა კონკრეტულ დაგრში მინიმალური ხელფასის ყოველთვიური ნორმა. შვედეთის სამეფოში კოლექტიური ხელშეკრულებებით მოცულია დასაქმებულთა 80% მაინც.

მინიმალური ხელფასის ზრდა სასიკეთო გავლენას ახდენს შრომის ნაყოფირების ზრდაზე და ამით ის დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკის ფუნქციონირებაზე. ევროპის კავშირის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს – ევროკავშირის კომისიას  არა ერთხელ განუხადებია რომ გარანტირებული მინიმალური ხელფასისი ზრდა არა მარტო ხელს უწყობს სიღარბის დაძლევასა და შრომის ნაყოფიერების ზრდას, არამედ ადამიანიების მსყიდველობით უნარის ზრდით ხელს უწყობს მეტი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას და ამით ობიექტურად იზრდება ახალი და ღირსეული სამუშაო ადგილების რაოდენობა. დიახ, ევროპის კავშირის კომისიას არ შეუძლია დირექტივი სახით მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას გაზარდოს მინიმალურ ხელფასი, მაგრამ ამას ითხოვს თავად საქართველოს ხალხის ეკონომიკური და სოციალური ინტერსები, ამსა ითხოვს საქართველოს პროფკავშირები და ამას ითხოვს საღი აზროვნება, რადგან მინიმალური ხეფასის ზრდას შეუძლია სასიკეთო ბიძგის მისცეს მთლიანად ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებას. მინიმალური ხელფასისი ზრდა დროის მოთხოვნაა.