შეხვედრაზე დამცკიცდა კომისიის 2020-2022 წლების მუშაობის სამოქმედო გეგმა, სადაც პროფკავშირების ინიციატივით შეტანილია არაერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ისეთები, რომლებიც ეხება ცვლილებებს შრომის კანონმდებლობაში, ასოცირების ხელშეკრულების და შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აგრეთვე გენდერული თანასწორობისა და ქალთა შრომით უფლებებს, შრომის უსაფრთხოებას, შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას შსო-ს სტანდარტების შესაბამისად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთელი რიგი კონვენციების რატიფიცირებას, დასაქმების პოლიტიკას, დასაქმების მათ შორის შშმ პირების დასაქმების საკითხებს, უმუშევრობის შემწეობას, მინიმალურ ხელფასს, საპენსიო უზრუნველყოფას, პროფკავშირების უფლებების მწვავე დარღვევებს საქართველოს რკინიგზასა და ფოსტაში და პროფკავშირების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს. ამას გარდა კომისიის სხდომაზე დამტკიცდა კოლექტიურ შრომითი დავებზე მომუშავე მედიატორთა რეესტრი.
პროფკავშირების ინიციატივით დამატებით საკითხად მიმდინარე შრომის კანონმდებლობის რეფორმის საკითხის სამმხრივ ფორმატში განიხილეს.
კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღეს საქართველოს მთავრობის, დამსაქმებელთა ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებმა.