საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის ახალმა ანგარიშმა, მსოფლიოს წამყვანი 50 კომპანიის მიწოდების ქსელებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, 116 მილიონამდე “დაფარული მუშახელი” გამოავლინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიების მიწოდების ჯაჭვის სისტემაში ქირაობენ მხოლოდ 6%-ს საკუთარი სამუშაო ძალისა (პირდაპირ შრომით უერთიერთობაში შესვლით), დანარჩენი 94% კი “დამალული მუშახელია”.
აღსანიშნავია, რომ ამ 50 კომპანიას, რომელშიც შედის სამსუნგი, მაკდონალდსი, ნესტლე და სხვა კორპორაციები, საერთო წლიური შემოსავლის სახით აქვთ 3,4 ტრილიონი დოლარი და შესაბამისად, გააჩნიათ რესურსი მინიმუმამდე დაიყვანონ უთანასწორობა. “ამის ნაცვლად, მათ შექმნეს მომარაგების ქსელების ისეთი ბიზნეს-მოდელი, რომელიც ფარული მუშახელის მასებზე მუშაობს 116 მილიონი ადამიანის სახით” – აცხადებს ITUC-ის გენერალური მდივანი, შარან ბაროუ.
სკანდალური ინფორმაცია დამალული მუშახელის შესახებ სწორედ დავოსში დაგეგმილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის წინა დღეს გავრცელდა და ფარდა ახადა იმ 50 კომპანიას, რომელსაც მიწოდების აღშნინული ქსელური სისტემა აქვს, არასტაბილური მოდელი, რომელიც გლობალური მასშტაბისაა და ფარავს თითქმის ყველა ქვეყანას.
“60% გლობალური ვაჭრობისა რეალურ ეკონომიკაში დამოკიდებულია წამყვანი კორპორაციების მიწოდების ჯაჭვზე, რომლებიც ექსპლუატაციაზე და ადამიანის უფლებების შელახვაზე დაფუძნებულ ბიზნეს-მოდელს იყენებენ ამ ქსელებში.” – ამბობს შარან ბაროუ.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 25 კომპანიის მხოლოდ ნაღდი ფულის აქტივები 387 მილიარდი დოლარის ოდენობით, იძლევა შესაძლებლობას გაიზარდოს ხელფასები მათი საერთო სამუშაო ძალის – 71, 3 მილიონი ადამიანისათვის – წელიწადში 5000 $ ზე მეტი-ს ოდენობით. ასევე, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, 24 კომპანიის საერთო სიმდიდრით შესაძლებელია მთელი კანადის ყიდვა; 9 კომპანიის გაერთიანებული შემოსავალი აზიაში ექვივალენტურია არაბეთის გაერთიანებული ემირატების ღირებულებისა, ევროპაში მოქმედი 17 კომპანიის 789 მილიარდი კი უტოლდება მალაიზიის ღირებულებას.
მოგება ამ კომპანიებისათვის, მოაქვს სწორედ დაბალ ხელფასებს, რომლებიც არასაკმარისია იმისათვის, რომ მშრომელებმა თვიდან-თვემდე იცხოვრონ. ეს მოგება მუდმივად რისკავს უსაფრთხოებით – შედეგად კი იღებს უპატიებელ შემთხვევებს ათასობით სამუშაო ადგილზე დაშავებულების, სასიკვდილო შემთხვევების სახით. გარდა ამისა, მოგება გაზრდილია გადასახადებისათვის თავის არიდების მექანიზმებით და მისი ზრდა ტრაგიკულადაა მიბმული საჯარო სივრცეების, მიწებისა და წყლის დაბინძურებაზე.
“როცა გლობალური ბიზნესი არ აკმაყოფილებს დასაქმებულების ძირითად მოთხოვნებს, როგორიცაა მინიმალური ანაზღაურება, რომლის საშუალებითაც მშრომელებს შეუძლიათ ღირსეულად იცხოვრონ, ეს პირდაპირ ნიშნავს რომ მათ და მათ ოჯახებს წირავენ სიღარიბეში ცხოვრებისათვის.” – აცხადებს შარან ბაროუ.
საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციამ 5 რეკომენდაცია შეიმუშავა იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც აღნიშნული სკანდალი უკავშირდება. რეკომენდაციები ეხება მიწოდების ჯაჭვში სასწრაფოდ გასატარებელ მექანიზმებს უსაფრთხო, დაცული, აღრიცხული შრომის პრაქტიკის დანერგვისა და გაუმჯობესებისთვის, ასევე მინიმალური ხელფასისა და კოლექტიური მოლაპარაკებების აუცილებლობას. ITUC მოუწოდებს კომპანიებს, გამოაქვეყნონ, თუ ვისთან დებენ კონტრაქტს მომარაგების ქსელებში; დაიწყონ სამუშაო ადგილებისა და პირობების ინსპექტირება არამხოლოდ უსაფრთხოების ნორმების, არამედ შრომითი უფლებების შემოწმების კუთხით, დაამთავრონ მოკლევადიანი კონტრაქტების გაცემა, განსაზღვრონ მინიმალური ხელფასი და გადაუხადონ მშრომელებს იმ რაოდენობის თანხა, რაც მათთვის ღირსეულ შრომის პირობებს უზრუნველყოფს და დაიწყონ კოლექტიური მოლაპარაკებები რომლებიც დასაქმებულებს ხელფასებისა და სამუშაო პირობების საერთო სტანდარტს მოუტანს.
“რიცხვი იმ საერთაშორისო შეთანხმებებისა, რომლებიც მულტინაციონალურ კორპორაციებსა და გლობალური კავშირების გაერთიანებებს შორის იდება, რომლებიც მიმართულია სტაბილური ნაბიჯების გადადგმისაკენ გლობალური ეკონომიკისათვის, იზრდება, მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. მთავრობებმა არ უნდა უგულებელყონ თავიანთი პასუხისმგებლობები” – აღნიშნავს ბაროუ.
დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მშრომელთა წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა აღნიშნული ბიზნეს-მოდელი და მისი გარდაქმნისათვის საჭირო გზები:
1) დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება მინიმალური ხელფასებითა და კოლექტიური მოლაპარაკებების გზით, რაც დაფუძნებული იქნება გაერთიანების თავისუფლების ფუნდამენტურ გარანტიაზე;
2) შემუშავებულ იქნას უსაფრთხოების სტანდარტები მშრომელებთან ერთად, შეიქმნას უსაფრთხოების კომიტეტები
3)მთავრობის ლიდერებმა მოახდინონ იმ კანონების იმპლემენტაცია და აღსრულება, რაც უკავშირდება ბიზნესის ინტერესებისა და ადამიანის უფლებების დაპირისპირებას
4)სახელმწიფოებმა პრიორიტეტად დაისახონ მათი ხალხისათვის ღირსეული სოციალური დაცვის სისტემა.