მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილის კომენტარი დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

პრიორიტეტი და მთავარი გამოწვევა ახლა სწორედ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაა – ირაკლი პეტრიაშვილის კომენტარი ხვალინდელ აქციაზე

„ვფიქრობ, ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ და ვკონსოლიდირდეთ. დავივიწყოთ ერთმანეთს შორის განსხვავებები  და მთელ მსოფლიოს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც, უკრაინელ და-ძმებსაც და საკუთარ თავსაც შევუძახოთ კიდევ ერთხელ, რომ ამ გზიდან ჩვენ არ გადავუხვევთ.

ეს თითოეული ჩვენგანის  პასუხისმგებლობაა, რადგან ეს სჭირდება საქართველოს, გვჭირდება ჩვენ და  ჩვენს მომავალ თაობას“ – ირაკლი პეტრიაშვილი

მოდი 29 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის წინ. გამოხატე სოლიდარობა უკრაინელი ხალხისადმი და მხარი დაუჭირე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას.

http://https://youtu.be/1HAOMWHrgxM