შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პირველადი შეფასებით, ახალი კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი შრომის გლობალურ სამყაროზე ხანგრძლივი იქნება და გამოიწვევს მილიონობით ადამიანის უმუშევრობას, მათ არასრულფასოვან დასაქმებას და დასაქმებულთა სიღარიბეს.
შსო მოგვიწოდებს გადამწყვეტი, კოორდინირებული და დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ. შექმნილი ვითარების მიუხედავად, თუკი ჩვენ ყველანი კოორდინირებულად ვიმოქმედებთ, როგორც ეს 2008/2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს შევძელით, მოსალოდნელი უმუშევრობა შესაძლოა მნიშვნელოვნად შევამციროთ.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ( ILO) მოგვიწოდებს გადაუდებელი, ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული ზომები მივიღოთ სამი მიმართულებით: ადგილებზე დასაქმებულთა დაცვა, ეკონომიკისა და დასაქმების სტიმულირება და სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების შენარჩუნება. ამასთანავე აუცილებელია სპეციალურ ზომების მიღება სოციალური დაცვისთვის, დასაქმების შენარჩუნებისთვის (მაგ. არასრულგანაკვეთიანი სამუშაო, ანაზღაურებადი შვებულება და სხვა სუბსიდიები) და ფინანსური და საგადასახადო შეღავათების დაწესების მიმართულებით, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია შესაბამისი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარება და კონკრეტული ეკონომიკური სექტორებისთვის სესხის და ფინანსური დახმარების გაცემა. შსო გვთავაზობს COVID-19– ის ზეგავლენით მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს, რომლის მიხედვითაც 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში აღრიცხულ 188 მილიონი უმუშევარს დაემატება სულ მცირე 5,3 მილიონი და მაქსიმუმ 24,7 მილიონი ადამიანი. აქვე შეგახსენებთ, რომ 2008–2009 წლების მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა გლობალური უმუშევრობა 22 მილიონით გაზარდა. მოსალოდნელია არასრულფასოვანი დასაქმების ზრდა. თვითდასაქმება კი რომელიც კრიზისების დროს შემოსავლების მიღების გამოსავალია ხოლმე, ამჯერად ვერ იქონიებს ეფექტს მომსახურების, მოწოდების და საქონლის გადაადგილების შეზღუდვის გამო. დასაქმების შემცირება გამოიწვევს შემოსავლის კლებას და ფინანსურ ზიანს მიაყენებს დასაქმებულებს. კვლევის მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის შემოსავლების სრული ოდენობა სულ მცირე 860 მილიარდი აშშ დოლარიდან და 3.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე იქნება. აღნიშნული გამოიწვევს საქონლისა და მომსახურების მოხმარების შემცირებას, რაც გავლენას მოახდენს ბიზნესის და ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივებზე. მოსალოდნელია დასაქმებულთა სიღარიბის მნიშვნელოვანი ზრდა, რადგან ”ეკონომიკური აქტივობის შესუსტებით გამოწვეული შემოსავლის კლება უკიდურეს ზიანს მიაყენებს იმ დასაქმებულებს, რომლებიც სიღარიბის ზღვართან ახლოს ან მის ქვემოთ იმყოფებიან ”. შსო – ს შეფასებით, მსოფლიოში დამატებით 8,8 – დან 35 მილიონამდე დასაქმებული ადამიანი იქნება ღარიბი 2020 წლის პირველად შეფასებასთან შედარებით (რომელიც პროგნოზირებდა მსოფლიოში ამ რიცხვის 14 მილიონამდე შემცირებას).
”ეს აღარ არის მხოლოდ გლობალური ჯანდაცვის კრიზისი, არამედ ეს არის შრომის ბაზრის და ეკონომიკის დიდი კრიზისი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ხალხზე,” – განაცხადა შსო- ს გენერალურმა დირექტორმა გაი რაიდერმა და აღნიშნა, რომ: „2008 წელს მსოფლიო ერთიანი ძალისხმევით წარდგა გლობალური ფინანსური კრიზისის უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ და ყველაზე უარესი თავიდან აიცილა. ჩვენ ახლა გვჭირდება ასეთი ტიპის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილება”.
არსებობს საფრთხე, რომ კრიზისი არაპროპორციულად იმოქმედებს დასაქმებულთა გარკვეულ ჯგუფებზე, რამაც შესაძლოა გაზარდოს უთანასწორობა. საუბარია ნაკლებად დაცულ და დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე დასაქმებულებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ხანდაზმულ დასაქმებულებზე, ასევე ქალებსა და მიგრანტებზე. მიგრანტები მოწყვლადნი არიან სოციალური დაცვისა და უფლებების არქონის გამო. ისინი როგორც წესი უმეტესად წარმოდგენილნი არიან დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსა და კრიზისის შედეგად დაზარელებულ სექტორებში. „ამგვარი კრიზისის დროს, ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ზიანის შემცირებას და საზოგადოების ნდობის აღდგენას. პირველ რიგში ესაა, სოციალური დიალოგი დასაქმებულებს, დამსაქმებლებს და მათ წარმომადგენლებს შორის. ეს აუცილებელია საზოგადოებრივი ნდობის და მხარდაჭერის გასამყარებლად და კრიზისის დასაძლევად საჭირო ზომების მისაღებად. მეორეს მხრივ კი, შრომის საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს აპრობირებული რეაგირების პოლიტიკას, რომელიც მიმართულოა კრიზისის მდგრად და სამართლიან დაძლევაზე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა ამ რთულ პერიოდში ადამიანებს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეთ ,”- ასკვნის რაიდერი.