ILO-ს ექსპერტი საქართველოს პროფკავშირებს შრომის დეპარტამენტის ჩამოყალიბებაში დაეხმარება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი და პროფკავშირის დარგების ლიდერები, ესტონეთის განათლების პროფკავშირის ყოფილ თავმჯდომარეს, ჰარი ტალიგას შეხვდნენ.

ესტონელ სტუმარს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან, ირაკლი პეტრიაშვილთან და მის მოადგილესთან, გოჩა ალექსანდრიასთან უკვე ჰქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა.

ბატონი ჰარი ამჟამად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტი გახლავთ და საქართველოს პროფკავშირებს ეხმარება შრომის დეპარტამენტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ჰარი ტალიგას ვიზიტი სამი დღის მანძილზე გაგრძელდება, ხოლო შემოდგომაზე, ILO-ს მხარდაჭერით, პროფკავშირების აქტივისტებისათვის სპეციალური ტრენინგი გაიმართება.taligaფოტოზე: ჰარი ტალიგა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტი