ჩინური კომპანია”სინო ჰიდროს” ოსიაური ჩუმათელეთის ფილიალის თანამშრომლებმა 11 დღიანი საპროტესტო აქცია შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. შეთანხმება კომპანიის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის პროფკავშირების ჩართულობით მოხერხდა.
მოლაპარაკებები პროფკავშირების იურისტს, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, შედეგად კომპანიის თანამშრომლებს გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები, სადაც გათვალისწინებულია დასვენების და უქმე დღეებით სარგებლობის უფლება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და შრომის პირობების გაუმჯობესება. ასევე მოხდა გაფიცვის პროცესში ერთ-ერთი უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა.
შეგახსენებთ, დასაქმებულების დიდი ნაწილი კონტრაქტის გარეშე დღეში 10-11 საათს მუშაობდა, მათ თვის განმავლობაში არ ეძლეოდათ დასვენების დღეებით სარგებლობის უფლება, დასაქმებულები არასათანადო სამუშაო პირობებზეც მიუთითებდნენ.