საქართველოს პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, საქართველო ბუდაპეშტში მდებარე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცენტრალურ და დასავლეთ ოფისს დაექვემდებარა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ბუდაპეშტის ოფისის დირექტორი, კლერ ჰარასტი დელეგაციასთან ერთად საქართველოს პირველად ეწვია. ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოში ღირსეული შრომის პროგრამის დაგეგმვა წარმოადგენს. მხარეებს შორის ინდივიდუალური და შემდგომ, გაერთიანებული სამმხრივი კონსულტაციები 20-21 ნოემბერს გაიმართა. ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამუშაო გეგმის პრიორიტეტულ საკითხებად გაიწერა: სოციალური დიალოგის განვითარება და ყველა დონეზე მხარდაჭერა, მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის დაზღვევის, ქალთა და ახალგაზრდობის, პროფესიული განათლების, დასაქმების ფორმალიზების, სოციალური კონტრაქტისა და ა.შ. მიმართულებებზე მუშაობა.
მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველომ შსო-ს რეგიონულ ოფისთან აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ. იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრით.