მიმდინარეობს საიტის განახლება

გენდერული თანასწორობა დასაქმების ადგილზე

“გენდერული თანასწორობა დასაქმების ადგილზე” – 7 დეკემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაცია ,,ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოსთვის” ოფისი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან დასაქმების ადგილზე გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ: სექსუალური შევიწროვებისა და კეთილსინდისიერების სხვადასხვა პოლიტიკა, თანაბარი ანაზღაურების მექანიზმი, ხელმძღვანელ თანამდებობაზე გენდერული კვოტირება, დისკრიმინაციის შესახებ შეტყობინებისა და დეკრეტული შვებულების კარგი მაგალითების დანერგვა.

ღინისძიების პირველ ნაწილში საუბარი შედგა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციზე დედობის დაცვის შესახებ, ხოლო მეორე ნაწილში საუბარი შედგა შსო-ს 190-ე კონვენციაზე (დასაქმების ადგილზე ძალადობისა და შევიწროების შესახებ).

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ შსო-ს 183-ე და 190-ე კონვენციების რატიფიცირების ადვოკატირებაა. ის ასევე მოუწოდებს დამსაქმებლებს, ნებაყოფლობით შეიმუშაონ დედობის დაცვისა და ძალადობის საწინააღმდეგო უკეთესი პოლიტიკა

შეხვედრაში მონაწილება მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ადამიანის უფლებათა დამცველმა, საერთაშორისო, ბიზნეს ორგანიზაციებმა და იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, რომლებსაც დამსაქმებელთა ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობის ფუნქცია აქვთ.

შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის – “თანასწორი შრომა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” – ფარგლებში.

ფოტოალბომი