G20 პროფესიულმა კავშირებმა გამოაქვეყნეს განცხადება G20-ის ქვეყნების შრომისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივ შეხვედრის შესახებ. განცხადება მომზადდა საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციისა (ITUC) და პროფესიული კავშირების სამრჩევლო კომიტეტის მიერ (TUAC) და მასში დაყენებულია ისეთი წინადადებები, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა, შრომის ბაზრის კვლევასთან და ახალგაზრდებთან დაკავშირებული ღონისძიებების კვლევა, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა საშუალო და მცირე საწარმოებში და G20-ის ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების გადახედვა და სამომავლო პერსექტივების განხილვა.
G20-ის ქვეყნები განიცდიან სერიოზულ სამუშაო ადგილებისა და ნდობის გამოცხადების კრიზისს. მათ უნდა განაახლონ ეკონომიკა და აჩვენონ, რომ მზად არიან პასუხი აგონ ძველ და ახალ ვალდებულებებზე რაც მათ ეკისრებათ. L20 პროფესიული კავშირები თანმიმდევრულად მოუწოდებდა G20-ის ქვეყნების მთავრობებს, რომ გაეძლიერებინათ ცენტრალური დასაქმების აღდგენის სტრატეგია, შრომის ბაზრის ინსტიტუტები, იმისთვის რომ შეიქმნას მდგრადი სამუშაო ადგილები. პირველი შეხვედრა G20-ის ქვეყნების შრომის, დასაქმებისა და ფინანსთა მინისტრებთან არის ხელახალი შესაძლებლობა G20-ის ქვეყნების ეკონომიკებისათვის.
განცხადების ოფიციალური წარდგენა მოხდება 17 ივლისს, მოსკოვში, ხოლო მისი განხილვა შრომისა და დასაქმების მინისტრების მიერ 18 ივლისაა დაგეგმილი.
http://www.ituc-csi.org/l20-trade-union-statement-to-the-13507