მიმდინარეობს საიტის განახლება

„Ford”, „General Motors” და „Stellantis“- ის ათასობით წევრია გაფიცული – ამერიკის საავტომობილო საერთაშორისო პროფკავშირი ირაკლი პეტრიაშვილს და პროფკავშირების გაერთიანებას სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

უსამართლო ანაზღაურებისდა დაუცველი სამუშაოს გამო, ამერიკულ ავტოკომპანიების: Ford”-ის, „General Motors”- ისა და „Stellantis“- ის ათასობით წევრი გაფიცული. ათასზე მეტი დასაქმებული კი ვადაგასული კონტრაქტით მუშაობს.

წინა კვირას, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ სოლიდარობა გამოუცხადა ამერიკის სასოფლო-სამეურნეო, საავტომობილო და საავიაციო სფეროში დასაქმებულების გაფიცვას დასოლიდარობის კამპანიაში ჩაერთო. რის გამოც, ამერიკის სასოფლო-სამეურნეო, საავტომობილო და საავიაციო სფეროში დასაქმებულთა საერთაშორისო პროფკავშირის პრეზიდენტმა,  შოუნ ფეინმა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას და მის თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს,მადლობის წერილი გამოუგზავნა.

ამერიკის სასოფლო-სამეურნეო, საავტომობილო და საავიაციო სფეროში დასაქმებულთა საერთაშორისო პროფკავშირის (UAW) ერთი მილიონი აქტიური და გადამდგარი წევრის სახელით, მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება ამ გაფიცვაში თქვენი სოლიდარული სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. ამჟამად, „Ford”-ის, „General Motors”- ისა და  „Stellantis“- ის ჩვენი ათასობით წევრი გაფიცულია  უსამართლო ანაზღაურების და დაუცველი სამუშაოს გამო. ათასზე მეტი მუშაობს ვადაგასული კონტრაქტით და ელოდება გამოძახებას.

დიდმა სამმა ამერიკულმა ავტოკომპანიებმა რეკორდული მოგება მიიღეს დიდი რეცესიის შემდეგ. დროა UAW-ის თანამშრომლებმა ისარგებლონ კომპანიების კეთილდღეობით და დაჯილდოვდნენწლების განმავლობაში შრომისმოყვარეობისა და გაღებული მსხვერპლისთვის. UAW წევრებისთვის, რომლებიც მიდიან პიკეტის ხაზზე, არაფერია უფრო ძლიერი, ვიდრე სოლიდარობის გრძნობა პროფკავშირის თანამემამულე ძმებისა და დების მხრიდან მთელი მსოფლიოდან. ეს არის საჩუქარი, რომელიც ამაღლებს ზნეობას და მოუწოდებს დასაქმებულებს,  იცხოვრონ ერთი დღით მეტი და ერთი დღით უფრო ძლიერად ვიდრე მათი კომპანიაა.

მადლობას გიხდით სოლიდარობისთვის.

UAW არ დაივიწყებს თქვენს მხარდაჭერას ამ გაფიცვებში. სამართალი და სამართლიანი შრომითი პრაქტიკები ვერ მიიღწევა მსოფლიოში თუ ჩვენ არ ვიმუშავებთ და ვიდგებით ერთად!  სოლიდარობით, შოუნ ფეინი“- ვკითხულობთ წერილში.

ავტომობილ სექტორის დასაქმებულების გაფიცვა სექტემბრის თვეში დაიწყო.