კორპორაცია FirstEnergy რომელიც ერთ–ერთ ყველაზე დიდ ელექტრომწარმოებლად ითვლება ამერიკის შეერთებულ შტატებში – ლოკაუტი გამოუცხადა 150 მუშას, ვინც გაწევრიანებულია ინჟინერთა პროფკავშირში.
წარმოების მენეჯმენტმა ლოქაუთი გამოუცხადა კომპანიის ფილიალის მუშებს პენსილვანიის შტატში რათა ისინი დამსაქმებელს საპენსიო ფონდის, დაზღვევის და შრომის პირობებისა და მომხმარებლებისთვის სერვისის სტანდარდების დადაბლების საკითხებში შეეწინააღმდეგნენ.
FirstEnergy მსგავს დათმობებს ითხოვს პროფკავშირისს წევრებისგან, რომელნიც მუშაობენ კორპორაციის სამ შვილობილ ორგანიზაციებში: პენსელვანიის, მერილანდის, დასავლეთ ვირჯინიის და ვირჯინიის შტატებში.
ამერიკის ინჟინერთა პროფკავშირის განაცხადის მიხედვით, ლოქაუთი მუშაკების წიანაღმდეგ წინასწარ ერთ დაგეგმილი ტაქტიკაა, რათა კორპორატიულმა დირექტორებმა განახორციელონ მთავარი შემუშავებული გეგმა, სადაც იქნება ჩამოყალიბებული იდეა, რომ სოციალური ბენეფიტები და შრომის პირობები შეუმცირდებათ დასაქმებულებს და ამავ დროს გაუარესდება მომხმარებელთა სერვისის ხარისხი.
პროფკავშირის წევრები, რომლებიც ამჟამად ლოკაუტის მსხვერპლნი არიან იბრძვიან იმისთვის, რომ დაამარცხონ კორპორატიული შეტევა ამერიკის ინჟინერთა ცხოვრების პირობების გაუარესებისათვის.
დასაქმებულები კომპანიის პრეზიდენტის, ტონი ალეხანდერ და უფროსი ვიცე პრეზიდენტის, ლინ კავალიერის, წინააღმდეგ პროტესტს გამოცხადებენ ამ უკანასკნელის ანტი–მუშური პოლიტიკის წარმოების გამო.
“დაგვეხმარეთ. მოვითხოვოთ ლოკაუტის შეწყვეტა. ვაიძულოთ კომპანია, რომ დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და აწარმოოს კეთილსინდისიერი კოლექტიური მოლაპარაკება FirstEnergy–ს ყველა ობიექტებზე“ – აცხადებენ დასაქმებულები.