მიმდინარეობს საიტის განახლება

ევროსაბჭო მიესალმება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ასწლეულის დამტკიცებას შრომის სფეროს მომავალთან დაკავშირებით

საბჭო მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაიცვან ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა შრომის სფეროს მომავლის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ბრიუსელი (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი ამბები). ევროკავშირის საბჭომ გამოხატა შრომის სფეროს მომავლის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ასწლეულის დეკლარაციის მხარდაჭერა, მოუწოდა რა ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს განაგრძონ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და პროტოკოლების რატიფიცირებისა და გამოყენების მცდელობა და ასევე  ღირსეული შრომის უზრუნველყოფის განმტკიცება.

საბჭომ „დიდი კმაყოფილებით“ აღნიშნა დეკლარაციის ადამიანზე ორიენტირება და ასევე ის ფაქტი, რომ ის შეიცავს შრომის სფეროს მომავლის ფორმირების გლობალურ რეკომენდაციებს, შესაძლებლობებისა და პრობლემების გადაჭრის გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან შრომის სფეროში.

ევროკავშირის მიერ მიღებულ დოკუმენტში სახელწოდებით „შრომის სფეროს მომავალი: ევროკავშირის საქმიანობა დეკლარაციის ასწლეულის რეალიზაციასთან დაკავშირებით“ აღნიშნულია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი მანდატის შესრულებისას ხელს უწყობს სოციალური დაძაბულობის შერბილებასა და სოციალური სამართლიანობის უფრო ეფექტურ უზრუნველყოფას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პრობლემების უმრავლესობა, რომელიც დაკავშირებულია შრომის სფეროს მომავალთან, ატარებს გლობალურ ხასიათს, ევროკავშირის საბჭო ხაზს უსვამს გლობალური სტრატეგიის ფორმირების საჭიროებას, რომელიც დაკავშირებულია შრომის სფეროს მომავალთან.

„მე მივესალმები საბჭოს დასკვნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ასწლეულის შრომის სფეროს მომავლის დეკლარაციასთან მიმართებაში,-განაცხადა დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, პროფესიული განათლებისა და შრომითი მობილობის ევროკავშირის კომისიის წევრმა-მარიანა ტისენმა. დეკლარაცია ადგენს ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას შრომის სფეროს მომავალთან დაკავშირებით და ეს არის განვითარების უდავო პირობა როგორც ევროპაში, ისე მთელს მსოფლიოში“.

თავის მხრივ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გაი რაიდერი მიესალმება ევროსაბჭოს მიერ ამ დოკუმენტის მიღებას. „მისი შექმნის მომენტიდან,-აღნიშნა მან,-ევროსაბჭო პრაქტიკულად ახორციელებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებსა და ფასეულობებს, ისეთი მასშტაბით, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სანიმუშოდ.  მიღებულ დოკუმენტში საბჭო მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წევრ-სახელმწიფოს განახორციელონ დეკლარაციაში ჩამოყალიბებული მიზნებისა და ამოცანების რეალიზაცია როგორც ეროვნულ, ისე მრავალმხრივ დონეზე. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადამიანურ პოტენციალში ინვესტირების, შრომის ბაზრის ინსტიტუტების გასაძლიერებლად, მდგრადი ზრდის ხელშესაწყობად, ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალურად მდგრადი შრომის სფეროს მომავლის შესაქმნელად.

ევროსაბჭოს დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2019 წლის სექტემბერში დეკლარაციის მხარდასაჭერად რეზოლუცია მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.