მიმდინარეობს საიტის განახლება

ერთ დღეს მოგებული ორი სასამართლო პროცესი

სს ენერგო პრო ჯორჯიას წინააღმდეგ.

ენერგო პრო ჯორჯიადან უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლომ სამსახურში აღადგინა. ვ.ნ-ს უფლებებს პროფკავშირების გაერთიანება იცავდა. 10 წლიანი სტაჟის მქონე ადამიანი, 2016 წელს მთავარი ინჟინრის ყველაზე დაბალ რეიტიანგიან სერვის ცენტრში (ჭიათურა) მუშაობის ხარისხის ასამაღლებლად დაინიშნა და მისი გამოცდილებითა და კვალიფიკაციით სერვის ცენტრი მოწინავე გახდა.

2019 წლის აპრილში სს “ენერგო პრო ჯორჯიამ” იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის გათავისუფლებას აბსოლუტურად არაკანონიერი საფუძველი –  დაკავებულ თანამდებობასთან კვალიფიკაციის შეუსაბამობა დაუდო.

მოსარჩელემ საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარებისთვის პროფკავშირების გაერთიანებას და პროფკავშირმა კი სასამართლოს მიმართა. საქმის წარმოებისას ნათლად იქნა დადასტურებული მოპასუხის გადაწყვეტილების უკანონობა.

2019 წლის 11 ივლისს საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად იქნა დაკმაყოფილებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი სს “ენერგო პრო ჯორჯიას გადაწყვეტილება” ვ. ნ. სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანება, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ამ ეტაპზე თანხა შეადგენს 6 600 ლარს) განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად მისაღები ხელფასის ოდენობით და მისი სამსახურში აღდგენა.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ.

თიანეთის მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებული ადამიანის სასარგებლოდ სასამართლომ მუნიციპალიტეტს კომპენსაციის გადახდა დააკიარა.

მერიის სპეციალისტმა დავა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც, 2018 წლის მარტში, შვებულებიდან სამსახურში გამოსვლის შემდეგ მოულოდნელად აცნობეს, რომ შტატების შემცირების გამო მასთან შრომითი ურთიერთობა სრულდებდა. ა.ქ. მ პროფკავშირებსი დახამრებით სამართლებრივი დავა დაიწყო. 2018 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ა.ქ. ს სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება და თიანეთის მუნიციპალიტეტი მერიას დაევალა საქმის გამორკვევის ხელახალი გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თიანეთი მუნიციპალიტეტის მერიამ ძალაში დატოვა  სამსახურიდან განთავისუფლების გადაწყვეტილება, რაც კვლავ იქნა გასაჩივრებული სასამართლოში.

თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბათილად იქნა ცნობილი ა. ქ. ს სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება და მერიას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა (დღეის მდგომარეობით თანხა შეადგენს 7 480 ლარს)

ორივე შემთხვევაში მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.