პროფკავშირები „ღირსეული შრომის ქვეყნის პროგრამის“ (DWCP) შესახებ განხილვაში მონაწილეობს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დარგობრივ ორგანიზაციებთან ერთად, „ღირსეული შრომის ქვეყნის პროგრამის“ (DWCP) შესახებ განხილვაში მონაწილეობს, რომელშიც, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, დასაქმების ეროვნული სააგენტოს, შრომის ინსპექციის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლები, შსო-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის სპეციალისტები და პროგრამის ოფიცრები არიან ჩართულები.

პროგრამა მოიცავს 2024-25 წლების სამოქმედო გეგმას, სოციალური დიალოგის განვითარებისთვის ეროვნულ, რეგიონულ, სექტორულ და საწარმოთა დონეზე, ინდიკატორების შემუშავებასა და შედეგების მიღწევაზე სამართლიანი გადასვლის მიმართულებით ეკონომიკური ცვლილების განსახორციელებლად; შრომის უსაფრთხოების გაძლიერებისა და  არაფორმალური დასაქმების ფორმალიზების შესახებ.

ეს არის პროგრამა(DWCP), რომლის დანერგვასაც პროფკავშირები წლებია ითხოვს და მისი განხორციელება მხოლოდ საქართველოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  (ILO) ბუდაპეშტის ოფისის დაფარვის ზონაში გადასვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რასაც ასევე  წლები მოითხოვდა პროფკავშირების გაერთიანება და მისი ეს მოთხოვნა თანხვედრაში იყო სოციალური პარტნიორების პოზიციასთან.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: კოლექტიური მოლაპარაკების უფრო ფართოდ გამოყენების, სოციალური პარტნიორობის გაძლიერების, ქვეყანაში ადეკვატური მინიმალური ხელფასის დაწესების, ცნობიერების ამაღლების აქტივობების, შრომითი დავის კოლექტიური და ინდივიდუალური მოგვარების მექანიზმის შექმნის და სამმხრივ დონეზე გაზიარებული და განხილული საერთაშორისო მაგალითები, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ განხილული ანგარიშები და სამოქმედო გეგმა, ახალი მექანიზმების შესახებ დასაქმებულებისა  და დამსაქმებლების ცნობადობის გაზრდა, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა შრომის ბაზრის პოლიტიკისა და სოციალური დაცვის მეშვეობით, საწარმოებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობის მექანიზმის შემუშავება; შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის; უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმის დანერგვა, არაფორმალური დასაქმების ფორმალიზება, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა ყველასთვის.

შეხვედრის მიზანია ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამის თაობაზე შეთანხმება და მისი განხორციელება 2024-2025 წლებში, რამაც სქართველოში უკეთესი შრომით-სოციალური გარემო უნდა უზრუნველყოს.