მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დისკრიმინაცია დასაქმების პროცესში – რა პრობლემებს ხედავდა პროფკავშირები და რა რეკომენდაციებს გასცემს სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის ანგარიშში

შრომის კოდექსი კრძალავს დისკრიმინაციას დასაქმებაში რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკურობის, სოციალური სტატუსის, ეროვნების, წარმომავლობის, პოზიციის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის, საჯარო, პოლიტიკური ან სხვა წევრობის (პროფკავშირში წევრობის), პოლიტიკური ან სხვა აზრის გამო. ის კონკრეტულად არ კრძალავს დისკრიმინაციას აივ ან სხვა გადამდები დაავადების სტატუსის ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.  კანონი ასევე ადგენს, რომ დისკრიმინაციად განიხილება  „პირდაპირი ან არაპირდაპირი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს საშიში, მტრული, სამარცხვინო, უპატივცემულო და შეურაცხმყოფელი  გარემოს  შექმნას“.

კანონი მოითხოვს, რომ თანასწორი მიდგომის პრინციპი მოქმედებდეს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებზე. 2019 წელს პარლამენტა ცვლილებები შეიტანა კანონში და განსაზღვრა სექსუალური შევიწროების ფორმა და გააძლიერა რეგულაციები მის წინააღმდეგ. კანონის თანახმად, ადამიანს შეუძლია საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შესახებ შეატყობინოს პოლიციას გამოძიებისათვის. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტები გამოსაძიებლად  წარედგინება სახალხო დამცველს.

კანონი კრძალავს ყველას სახის დისკრიმინაციას დასაქმების პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უთანასწორო მოპყრობა ემსახურება სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების შესაძლებლობების გათანაბრებას და წარმოადგენს პროპორციულ და აუცილებელ საშუალებას ამ მიზნის მისაღწევად.

შრომის ინსპექციის ახალი მანდატი, ჩაატაროს ინსპექტირება, რომელიც მოიცავს შრომის კანონმდებლობის ყველა ასპექტს, ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. თუმცა, ინსპექციას არ ჰყავდა საკმარისი მომზადებული შრომის ინსპექტორები.

სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია ფართოდ იყო გავრცელებული. LGBTQI+ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია კვლავ ფართოდ გავრცელებული და არასაკმარისად განცხადებული იყო.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება  უთითებდა გენდერული ნიშნით  და პროფკავშირული კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციის შემთხვევების შესახებ.  გასაუბრებაზე ქალებს ხშირად უსვამდნენ კონკრეტულ კითხვებს ოჯახურ მდგომარეობაზე, ოჯახის დაგეგმვისა და ოჯახური ვალდებულებების  შესახებ. ერთი და იმავე სამუშაოსთვის ქალებს ხშირად უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ  ვიდრე კაცები და ამასთან მათ დაწინაურების უფრო ნაკლები შესაძლებლობები აქვთ   გარდა ამისა, ვაკანსიების განცხადებები ხშირად მოიცავდა ასაკობრივ მოთხოვნებს, როგორც წინაპირობას კონკრეტულ პოზიციაზე განაცხადის მისაღებად, მიუხედავად კანონებისა, რომლებიც კრძალავს დისკრიმინაციულ ფორმულირებას სამუშაო განცხადებებში. ქალები ზედმეტად დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი დაბალანაზღაურებად, დაბალკვალიფიციურ პოზიციებზე, მიუხედავად მათი პროფესიული და აკადემიური კვალიფიკაციისა.

არსებობდა ასევე დასაქმებისას შეზღუდული შესაძლებლობების  გამო დისკრიმინაციის გარკვეული მტკიცებულებები. ასევე იყო შეტყობინებები შრომის ბაზარზე არაფორმალური დისკრიმინაციის შესახებ ბოშა, აზერბაიჯანელი და ქურთი მოსახლეობის მიმართ.

სრული ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.