მიმდინარეობს საიტის განახლება

კასპის ცემენტის ქარხანაში დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი ჩატარდა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, კასპის ცემენტის ქარხანაში დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი ჩატარდა.
სემინარს მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე მარინა კურტანიძე და პროფკავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ნიკა კაკაშვილი გაუძღვნენ.
მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ რას ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რა ვალდებულებები და უფლებები აქვთ დამსაქმებლებს, დასაქმებულებს და შრომის ინსპექციას.
როგორ უნდა მართონ რისკები საწარმოო ტრავმის და პროფესიული დაავადების ასაცილებლად კონკრეტულად ცემენტის ქარხანაში. ასევე, როგორ ხდება საწარმოო ტრავმის მიღების ან პროფესიული დაავადების დროს/შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია.