პროფკავშირების გაერთიანების ვიზიტი ბასკეთში დასრულდა.
საქართველოს დელეგაციას ბოლო ოფიციალური შეხვედრა ბასკეთის პროფკავშირების (ELA), ქალაქ სან-სებასტიანის რეგიონალურ ოფისში ჰქონდა, სადაც ადგილობრივმა დირექტორატმა და სექტორული მიმართულებების ხელმძღვანელებმა, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებს გააცნეს ბასკური პროფკავშირების რეგიონალური მოწყობის თავისებურებები, პროფკავშირული აქტივობების წარმოების პრაქტიკა და ადგილობრივი გამოცდილება.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ნაყოფიერად შეაჯამეს ბასკეთის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა კომიტეტმა. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებას სხვადასხვა მიმართულებებით გეგმავენ.