მიმდინარეობს საიტის განახლება

ევროპული მოქმედების დღე (Action Day) ევროპაში 2013 წლის 14 მარტი

ევროკავშირის რიგ ქვეყნებში კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგები (უმუშევრობის ზრდა, მზარდი უთანასწორობა და ა.შ.) გადასცდა იმ ზღვარს რომელიც საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია. ამ მიზეზით ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ETUC) ორგანიზებით 14-15 მარტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაიმართა აქცია, სადაც მთავრობებს მოუწოდეს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დასაქმების პრობლემებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმების პრობლემებს. კურსის შეცვლა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. შრომის ბაზარზე ნდობა დაკარგა სახელმწიფომ, მოქალაქეები უფრო მეტად ენდობიან ერთმანეთს და იმედი აქვთ ევროპული ცენტრალური ბანკის მხარდაჭერის. სწორედ სახელმწიფოს როლის ზრდა და დასაქმება საჭიროა ევროკავშირის მიმართ ნდობის აღსადგენად.

2012 წლის დეკემბრის ევროსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპული სახელმწიფოების მთავრობები შეეცდებიან გააძლიერონ ეკონომიკური და მონეტარული კავშირის (EMU) სოციალური განზომილებები, მათ შორის სოცილური დიალოგი. შრომელებმა სულ უფრო და უფრო დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ ევროპა მათვის უფრო მეტად პრობლემაა ვიდრე გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობებმა ნაცვლად რიგი ღონისძიებების გატარებისა, დაიწყეს უკან დახევა. ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბერნარდეტ სეგოლმა განაცხადა: ,,მთავრიობებმა განიცადეს კრახი. მათ ვერ მოახერხეს იმ დეფიციტის ამოვსება, რამაც გამანადგურებელი სოციალური და ეკონომიკური ეფექტი გამოიღო. ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება, ბრმა მთავრობები მხოლოდ აუარესებენ სიტუაციას. გაიზარდა უთანასწორობა და სამუშაო ადგილები აღარ არის უსაფრთხო. სოციალური მოდელები კრიზისის გამო თავდასხმის ობიექტები გახდნენ. მთელს ევროპაში დასაქმების გაიშვიათება ხდება და ხელფასებიც სულ უფრო და უფრო დაბლა ეცემა. სწორედ ამიტომ ევროპის პროფესიული კავშირების აქციაზე გამოიყო ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი: ბოლო მოეღო მთავრობების უმოქმედობას და ვიბრძოლოთ ახალგაზრდების უმუშევრობის დასაძლევად” (the end of austerity and the fight against youth unemployment).

ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციამ შეიმუშავა წინადადებები. ევროპის პროფკავშირები მოუწოდებენ შეცვალონ ეკონომიკის განვითარების ამჟამინდელი კურსი და შექმნან უფრო მეტი სამუშაო ადგილები. სამრეწვლო ურთიერთობებზე და სოციალური დიალოგზე დაყრდნობით, ევროპის სოციალური მოდელის მხარდაჭერით, კონკურენტუნარიანობის დაუბრკოლებლობით და ზრდით, ევროპა უნდა ამოვიდეს კრიზისიდან ისეთი ძლიერი ვიდრე ოდესმე იყო.