ერთად მშვიდობის,სტაბილურობის და შრომითი უფლებების დასაცავად! მიმდინარე წლის 16-17 მარტს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში შატარდა რეგიონალური კონფერენცია IUF -ის წევრი ორგანიზაციების- აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლობით. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ლევან მთვარელიძე და კონსულტანტი ნანა ბაღაშვილი. საქართველოს წარმომადგენლებმა მრავალ ქვეყანას შორის აქტიური მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმასკომის არჩევნებსა და მისი სამომავლო პროგრამის შემუშავებაში. ლევან მთვარელიძე: “საინტერესო იყო კოლეგებთან შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება. ბევრი საინტერესო და ახალი ინფორმაცია მივიღეთ და ვეცდებით დავნერგოთ და გავატაროთ ჩვენს მომავალსაქმიანობაში აღნიშნა დარგის თავმჯდომარემ ლევან მთვარელიძემ.”