მიმდინარეობს საიტის განახლება

98 სესია 2009

98 სესია 2009 წელი

1973 წლის #138 კონვენცია “სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკის შესახებ”. რატიფიცირებულია 1996 წელს.

კომიტეტი ეყრდნობა საქართველოს პროფესიულ კავშირების გაერთიანების 2006 წლის 30 აგვისტოს მოხსენებას. კომიტეტი ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მოხსენებას და კომენტარებს საქართველოს პროფესიულ კავშირების გაერთიანების 2006 წლის 30 აგვისტოს მოხსენებასთან დაკავშირებით.
 
კონვენციის მუხლი 2, პარაგრაფი 1. საქართველოს პროფესიულ კავშირების გაერთიანება (GTUC) მის მოხსენებაში უთითებს UNICEF –ის რეპორტს, რომლის მიხედვითაც 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების 30% მუშაობს საქართველოში და ასევე მოხსენების მიხედვით 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მუშაობენ თბილისის ქუჩებში, ბაზრობებზე, ახორციელებენ ტვირთისა და პროდუქტების გადატანა – დატვირთვას, ყიდიან საქონელს მიწისქვეშა გადასასვლელებში, რკინიგზის სადგურებში და ა.შ. გარდა ამისა, პროფკავშირების ინფორმაციის თანახმად ბავშვთა შრომა გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სოფლის მეურნეობის სექტორში მოსავლის მიღების პერიოდში.

მთავრობა მოხსენების თანახმად იმისათვის, რომ უფრო ნათელი გახდეს პროფკავშირების მიერ მოყვანილი ინფორმაცია, მთავრობამ პროფკავშირებისგან მოითხოვა შესაბამისი წყარო დოკუმენტების, UNICEF – ის სტატისტიკური მონაცემების და სოფლის მეურნეობის სფეროში ბავშვთა შრომის გამოყენების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. თუმცა სამწუხაროდ საქართველოს პროფესიულ კავშირების გაერთიანებამ ვერ შეძლო ასეთი მონაცემების წარმოდგენა. პროფკავშირებმა მხოლოდ დაასახელეს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებმაც 2000, 2003 და 2004 წლებში განახორციელეს კვლევა. გარდა ამისა, UNICEF –ის ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მის ვებსაიტზე არ შეიცავს ზემოთ მითითებულ სტატისტიკურ მონაცემებს. მთავრობა აღნიშნავს, რომ GTUC –ს მიერ წარდგენილი ინფორმაცია ეფუძნებოდა დაუდასტურებელ წყაროებს. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მთავრობის მითითებით UNICEF გეგმავს ჩაატაროს კვლევა ქუჩის ბავშვებზე, რომელიც დაეხმარება მთავრობას სიტუაციის შეფასებაში და კონკრეტული ზომების დაგეგმვაში.

მიუხედავად ამისა კომიტეტი აღნიშნავს, რომ



Multiple Indicator ClusterSurvey (MICS), UNICEF 2005 – ის (გვერდი 51) თანახმად, 5-დან 14 წლამდე ბავშვების 18 პროცენტი ჩართულნი არიან ბავშვთა შრომაში, ძირითადად კი ასეთი შრომა არანაზღაურებადია და წარმოადგენს ოჯახური ბიზნესის ნაწილს. ბავშვების რაოდენობა რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვთა შრომაში იცვლება რეგიონების მიხედვით და მერყეობს სამეგრელო ზემო-სვანეთში 12.8 პროცენტიდან 26.1 პროცენტამდე გურიაში. MICS –ს 1999 წლის მსგავსი გამოკვლევისას ეს ციფრი იყო 30 პროცენტი, რაც აჩვენებს მნიშვნელოვან შემცირებას იმ ბაშვების რაოდენობისა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ბავშვთა შრომაში. მითითებულიდან გამომდინარე, კომიტეტი მოითხოვს მთავრობისგან მიიღოს ყველა შესაძლო ზომები, რათა უზრუნველყოს 15 წლამდე ბავშვის შრომის სრული გამორიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. კომიტეტი ასევე მოითხოვს მთავრობისგან, რომ წარმოადგინოს უახლესი სტატისტიკური ინფორმაცია ბავშვთა და ახალგაზრდა პირების დასაქმების შესახებ, ძირითადად კი ბავშვებზე რომლებიც მუშაობენ ქუჩებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში.

2. მოქმედების სფერო. კომიტეტმა წინა მოხსენებებში აღნიშნა მთავრობის მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თვითდასაქმების სფეროს რეგულირებას. კომიტეტმა მოითხოვა მთავრობისგან ინფორმაციის წარმოდგენა თუ რა ფორმითაა დაცული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიები სოფლის მეურნოების სფეროში მომუშავე ბავშვებისათვის, ასევე თვითდასაქმებული ბავშვებისათვის. კომიტეტი აღნიშვნავს მთავრობას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შრომის კოდექსის 4(2) მუხლის მიხედვით “16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას”. შესაბამისად ამისა 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანი შეიძლება დასაქმებული იქნეს სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში, მხოლოდ ზემოთ მითითებული პირობების დაცვით. კომიტეტი ასევე აღნიშნავს მთავრობის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა 95 პროცენტი არიან ჩართულნი მცირე მასშტაბის საკუთარ მეურნეობებში/ფერმებში და 1 ჰექტრამდე საკუთარი (ოჯახური) მიწის გადამუშავებაში და არ იყენებენ დაქირავებულ შრომას. მთავრობა ასევე ადგენს, რომ ბავშვთა შრომა, თუ ასეთი არსებობს, არ არის დაქირავებული და მათი მუშაობა ზემოაღნიშნულ ოჯახურ საკუთრებებში (წარმოებებში) არ უნდა იქნეს ჩათვლილი კონვენციის მოთხოვნების შეუსაბამო (საწინააღმდეგო) გარემოებად. კომიტეტი შეახსენებს მთავრობას, რომ მის მიერვე დაწესებული მინიმალური ასაკის სტანდარტიდან გამომდინარე აკრძალული უნდა იქნეს 15 წლამდე ბავშვის შრომა, ნებისმიერ ტიპის სამუშაოზე, მიუხედავად იმისა იგი ანაზღაურებადია თუ არა. გამონაკლისია ეგრეთწოდებული მსუბუქი სამუშაო “Lიგჰტ ჭორკ”, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კონვენციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობებით. კომიტეტი კიდევ ერთხელ მოითხოვს მთავრობისგან, რომ მიიღოს საჭირო ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კონვენციით გათვალისწინებული დაცვის საშუალებების გავრცელება სოფლის მეურნოების სფეროში მომუშავე არასრულწლოვნების და თვითდასაქმებული არასრულწლოვნების მიმართ. კომიტეტი ასევე მოითხოვს მთავრობისგან, მიღებული იქნეს საჭირო ზომები შრომის ინსპექციის საქმიანობის შექმნილ სიტუაციასთან ადაპტირებისა და გაძლიერებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების გავრცელება თვითდასაქმებულ ბავშვებზე.

მუხლი 3, პარაგრაფი 1. ასაკობრივი შეზღუდვა მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოზე. კომიტეტმა წინა მოხსენებაში აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის მე-4(5) მუხლის მიხედვით აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად. შრომის კოდექსის მე-4(4) მუხლის თანახმად აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად. კომიტეტმა მოითხოვა მთავრობისგან მიეთითებინა იურიდიული დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ 18 წლამდე ასაკის პირების არასრულწოვნების განმარტებას. კომიტეტი ინტერესით აღნიშნავს მთავრობის ინფორმაციას, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს. მთავრობა ასევე აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსისგან განსხვავებულ რეგულირებას.     

მუხლი 3, პარაგრაფი 2. საშიშპირობებიანი სამუშაოს განამრტება. კომიტეტმა წინა მოხსენებებში აღნიშნა, რომ ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე დადგენილი იქნა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის პროექტი და იგი გაეგზავნა დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებებს. კომიტეტი კმაყოფილებით აღნიშნავს მთავრობის ინფორმაციას, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის სამინისტრომ მიიღო 2007 წლის 3 მაისის  #147/ნ ბრძანება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ. კომიტეტი მოითხოვს მთავრობისგან გაგზავნილ იქნეს მითითებული ბრძანების ასლი.

მუხლი 7, პარაგრაფი 1 და 3. მსუბუქი სამუშაო (ლიგჰტ წორკ) და მსუბუქი სამუშაოს განმარტება. კომიტეტმა წინა მოხსენებებში აღნიშნა, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) მოხსენების მიხედვით არასრულწლოვანთა სამუშაო დრო კანონმდებლობით არ არის შეზღუდული. შრომის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. მითითებული დებულება ვრცელდება არასრულწლოვან დასაქმებულებზეც. კომიტეტი აღნიშნავს მთავრობის მითითებას შრომის კოდექსის მე-18 მუხლზე, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის დასაქმება და ასევე შრომის კოდექსის 4 (2) მუხლზე რომელიც ადგენს 16-დან 18 წლამდე პირის შრომით პირობებს. კომიტეტი აღნიშნავს მთავრობის პოზიციას, რომ 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანი შეიძლება დასაქმებული იქნეს სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში, მხოლოდ  შრომის კოდექსის მე-4 (2) მუხლში მითითებული პირობების დაცვით. მიუხედავად ამისა, კომიტეტი ასკვნის, რომ შრომის კოდექსი არ შეიცავს დებულებებს, რომელიც განსაზღვრავს სამუშაო საათების რაოდენობას, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვანმა შეიძლება იმუშაოს. კომიტეტი კიდევ ერთხელ შეახსნებს მთავრობას, რომ მე-7 მუხლის მე-3 პარაგრაფის მიხედვით ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განსაზღვროს საქმიანობის ის დარგები, სადაც დაქირავება ან სამუშაოს შესრულება დაიშვება და უნდა დაადგინოს სამუშაო დროის ხანგრძლივობა და პირობები, რომლის ფარგლებშიც შეიძლება შესრულდეს სამუშაო. კომიტეტი ასევე მოითხოვს მთავრობისგან მიღებული იქნეს აუცილებელი ზომები რათა განისაზღვროს მსუბუქი სამუშაოს (light work) განმარტება და კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე დადგენილ იქნეს არანაკლებ 14 წლის არასრულწლოვნის სამუშაო საათების რაოდენობა.
     კომიტეტი ასევე უგზავნის მთავრობას პირდაპირ მოთხოვნებს სხვა  საკითხებთან დაკავშირებით.

1958 წლის კონვენცია “შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ”. რატიფიცირებულია 1993 წელს.

საკანონმდებლო განვითარება. დისკრიმინაციის აკრძალვა. კომიტეტი აღნიშნავს, რომ 2006 წლის შრომის კოდექსის მე-2 (3) მუხლის მიხედვით შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების გამო. კომიტეტი აღნიშნავს რა, რომ ეს დებულება ფარავს კონვენციის პირველი მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებულ დისკრიმინაციის ყველა საფუძვლებს, იქვე შენიშნავს, რომ აღნიშნული დებულება “შრომით ურთიერთობაში” შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ გამორიცხვას კანდიდატის შერჩევისას და სამუშაოზე მიღებისას, მათ შორის საჯარო სამუშაო შეთავაზებისას (რეკლამისას) დისკრიმინაციის აკრძალვას. შრომის კოდექსის მე-5 (8) მუხლზე დაყრდნობით, (რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ) კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ეს დებულება მნიშვნელოვნად ართულებს და ქმნის წინააღმდეგობებს კანდიდატებისათვის დისრკიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის თვალსაზრისით. კომიტეტი აღნიშნავს, რომ კონვენციის რატიფიკაციით, მთავრობამ იკისრა ვალდებულება, რომ აკრძალოს პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია დასაქმებისა და შრომით საქმიანობის დროს, მათ შორის სამუშაოზე მიღების დროს.

გამომდინარე აქედან კომიტეტი მოითხოვს მთავრობისგან, რომ წარმოდგენილი იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

(I). როგორ და რა ფორმით უზრუნველყოფს დისკრიმინაციისაგან დაცვას შრომის კოდექსი ან სხვა ნებისმიერ კანონი სამუშოს ხელმისაწვდომის თვალსაზრისით, მათ შორის სამუშაოზე მიღებისას დისკრიმინაციული პრაქტიკის გამოსარიცხად.

(II). შრომის კოდექსის მე-2 (3) მუხლი რამდენად გულისხმობს პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვას და მიუთითოს რა ზომით ითვალისწინებს კანონმდებლობა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის განმარტებას;

(III). პროცედურები და მექანიზმები რომელიც შესაძლებლობას აძლევს პირს აღძრას სარჩელი შრომით დისკრმინაციასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ სარჩელებზე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მათი შესაძლო დისკრიმინაციული ხასიათის გამო. ასევე კომიტეტი მოითხოვს წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია ნებისმიერ საქმეზე რომლებზეც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შრომის კოდექსის მე-2 (3) და მე-5 (8) მუხლებზე საფუძველზე.

კომიტეტი ასევე უგზავნის მთავრობას პირდაპირ მოთხოვნებს სხვა  საკითხებთან დაკავშირებით.

1936 წლის კონვენცია “ფასიანი შვებულების შესახებ”.
რატიფიცირებულია 1993 წელს.

მუხლი 2 და 6. დასაქმებულთა უფლება ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაზე. კომიტეტი აღნიშნავს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შეფასებას კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება განიხილავს ერთ წლიან შრომით ურთიერთობებს რომელიც ეფუძნება განახლებად ერთ თვიან შრომით ხელშეკრულებებს, როგორც ანაზღაურებადი შვებულების მიღების ხელშემშლელ გარემოებას ანუ ურთიერთობას, რომლის დროსაც დასაქმებულს არ გააჩნია ანაზღაურებადი შვებულების უფლება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ასევე ადგენს, რომ არის ბევრი საქმე, როდესაც დასაქმებულები არიან განთავისუფლებულნი ანაზღაურებადი შვებულების უფლების გამოყენებამდე. ასეთ დროს მათი დამსაქმებლები შესაბამისი ვალდებულების მქონე მკვეთრად გამოხატული კანონმდებლობის არ არსებობის ფონზე უარს აცხადებენ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას. კომიტეტი მოითხოვს მთავრობისგან თუ მათ სურთ, რომ უპასუხონ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ამ მოსაზრებას წარდგენილ იქნეს შესაბამისი კომენტარები.