მიმდინარეობს საიტის განახლება

“ლა ფემილის” და “ფურშეტი”-ს თანამშრომლები სამართლებრივი მოქმედებებისთვის ემზადებიან

სავაჭრო ცენტრების “ლა ფემილის” და “ფურშეტი”-ს თანამშრომლებისთვის საქართველოს თვითდასაქმებულთა და ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირმა სპეციალური ტრეინინგი ჩაატარა. დარგობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იურისტმა მირანდა მანდარიამ, 30 მდე დასაქმებულ ქალს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შრომით უფლებებსა და დასაქმებულ ქალთა სამართლებრივ უფლებებზე. განიხილეს წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემებიდან გამოსავლის გზები და დაგეგმეს სამომავლო მოქმედებები.

შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა პროფკავშირების ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავდროულად გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი.

16325907_10205814347637587_1753908707_o 16251121_10205814349237627_1791357832_o 16251338_10205814347077573_1192058710_o